დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პროკურატურა: კბილაშვილი მოსკოვში ასლან აბაშიძეს არ შეხვედრია
ავტორი:
2013/სექტემბერი/23 16:13:03
პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის   ხათუნა პაიჭაძის განცხადებით, სრული სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი მოსკოვში ვიზიტისას საქართველოდან გაქცეულ პოლიტიკოსებს, მათ შორის, აჭარის ყოფილ მეთაურს ასლან აბაშიძეს  შეხვდა. ხათუნა პაიჭაძე ამბობს, რომ კბილაშვილი მოსკოვში ერთი კვირის წინ ოთხდღიანი ვიზიტით „პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის“ მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე იმყოფებოდა, რომელიც ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყანაში იმართება. მისი თქმით, წელს პროკურორების კონფერენცია მოსკოვში გაიმართა. პაიჭაძის ცნობით, არჩილ კბილაშვილი კოლეგა პროკურორების გარდა, არავის შეხვედრია. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არჩილ კბილაშვილი მოსკოვში ვიზიტისას საქართველოდან გაქცეულ პოლიტიკოსებს, მათ შორის,  ასლან აბაშიძეს  შეხვდა, „ზონა News-მა” გაავრცელა.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1302
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია