დაისვენე კურორტ ახალდაბაში
საქართველოს ელჩმა წმიდა საყდართან არქიეპისკოპოს ჯოვანი ანჯელო ბეჩუს რწმუნებათა სიგელის ასლი გადასცა
ავტორი:
2014/ივნისი/30 12:00:03
ვატიკანის სასახლეში, საქართველოს ელჩმა წმიდა საყდართან თამარ გრძელიძემ წმიდა საყდრის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს , არქიეპისკოპოს ჯოვანი ანჯელო ბეჩუს რწმუნებათა სიგელის ასლი გადასცა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, რწმუნებათა სიგელის ასლის გადაცემის შემდეგ გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და წმიდა საყდარს შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრეს, ყურადღება გაამახვილეს თანამშრომლობის შემდგომი განვითარების მნიშვნელობაზე და სამომავლო პერსპექტივებზე.
არქიეპისკოპოსმა საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს მომავალ დიპლომატიურ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1071
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია