დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი მარგველაშვილი - ჩვენ ვცხოვრობთ რეალობაში - გავანადგუროთ, ამოვთხაროთ, გადავასახლოთ, ჩავრეცხოთ
ავტორი:
2017/ოქტომბერი/25 21:30:02
../photo/2015_02/00-1APRIL-2014/margvelashvili-gamofena-4.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/459816-giorgi-margvelashvili-chven-vckhovrobth-realobashi-gavanadguroth-amovthkharoth-gadavasakhloth-chavreckhoth.html", "headline": "გიორგი მარგველაშვილი - ჩვენ ვცხოვრობთ რეალობაში - გავანადგუროთ, ამოვთხაროთ, გადავასახლოთ, ჩავრეცხოთ", "datePublished": "2017-10-25 17:35:42", "dateModified": "2017-10-25 17:35:42", "description": "ამ ოთხი წლის განმავლობაში ჩემს თავს ვხედავდი და ვხედავ იმ ფუნქციასა და როლში, რომელშიც ვიმყოფები, - ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/00-1APRIL-2014/margvelashvili-gamofena-4.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ამ ოთხი წლის განმავლობაში ჩემს თავს ვხედავდი და ვხედავ იმ ფუნქციასა და როლში, რომელშიც ვიმყოფები, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია“მაესტროს“ გადაცემა „მთავარში“ სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, სად იქნება მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე, ის გადაწყვეტილებას პოლიტიკური რეალობიდან და ქვეყნის საჭიროებებიდან გამომდინარე მიიღებს.

„ეს იყო ტრივიალური ჭეშმარიტეტები, რაზეც იყო დაპირისპირებები და ამ ტრივიალური ჭეშმარიტეტების წინააღმდეგ გააფთრებულ დაპირისპირებაში ვიყავი, რომელიც უნდა ამეღო ჩემს თავზე. საჭიროება რისი არის და რისი იქნება მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე, მოგვიანებით მოგახსენებთ. ახალი კონსტიტუციური სტრუქტურა კიდევ ერთხელ გასააზრებელი და მოსაფიქრებელია, საით მიდის მთელი ეს პროცესი და სად არის საჭიროება. მე კი ვხედავ სად არის საჭიროება. საჭიროებაა პოლიტიკოსებში, რომლებიც ემსახურებიან და არა იმსახურებენ. რომლებისთვისაც ღირებულებები და იდეალები მარტო ოპოზიციაში კი არ არის, ხელისუფლებაში რომ მოხვდებიან, ცოტა მაინც ახსოვთ, როდესაც მათთვის მოწინააღმდეგე გასანადგურებელი კი არ არის, მასზე უკეთესი უნდა იყო შენ. ჩვენ ხომ ამ რეალობაში ვცხოვრობთ - გავანადგუროთ, ამოვთხაროთ, გადავასახლოთ, ჩავრეცხოთ, ეს არის რაშიც ვცხოვრობთ, ამის იქით პოლიტიკოსების ნახვა იქნებოდა საინტერესო. მე ველი, რომ ასეთ პოლიტიკოსებს დავინახავ. ჩემი გადაწყვეტილებაც იქნება იქიდან გამომდინარე, რომ რა პოლიტიკური რეალობა იქნება, რა იქნება სულისკვეთება, საჭიროება სად იქნება ამ ქვეყნისთვის“, – განაცახდა გიორგი მარგველაშვილმა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 689
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია