დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ალექსი პეტრიაშვილი ხორვატიაში გაემგზავრა
ავტორი:
2014/ივნისი/30 11:30:02
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი სამუშაო ვიზიტით ხორვატიაში გაემგზავრა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, სახელმწიფო მინისტრი ზაგრებში, ხორვატიის პარლამენტის თავმჯდომარე იოსიპ ლეკოსთან და თავდაცვის მინისტრ ანტე კოტრომანოვიჩთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.
ვიზიტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია შეხვედრა ხორვატიის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროში, სადაც სახელმწიფო მინისტრს ევროპულ საქმეთა ასისტენტ მინისტრი რვოე მარუშიჩი, მრავალმხრივი ურთიერთობებისა და გლობალურ საკითხებში მინისტრის თანაშემწე ვესნა კოსი და ევროპულ საქმეთა სამინისტროს ბრწყინვალების ცენტრის (Center of Excellence) ხელმძღვანელი მირნა ვლაშიჩ ფეკეტიია უმასპინძლებენ.
შეხვედრებზე საქართველოს-ევროკავშირს შორის ასოცირებისა და მისივე შემადგენელი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებების ხელმოწერის მნიშვნელობაზე, გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე, ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის დინამიკასა და უელსში დაგეგმილი ნატო-ს სამიტისათვის მზადებასა და მოლოდინზე, ასევე, რეგიონში არსებულ ვითარებაზე იმსჯელებენ.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1076
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია