დაისვენე კურორტ ახალდაბაში
CDD - არჩევნების განმეორებით კენჭისყრის პროცესი მშვიდ გარემოში წარიმართა
ავტორი:
2014/ივნისი/29 21:30:01
"განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის" (CDD) შეფასებით, 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების განმეორებით კენჭისყრის პროცესი მშვიდ და ორგანიზებულ გარემოში წარიმართა .
CDD-ის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის ქეთევან ჩაჩავას განცხადებით, დაფიქსირდა პროცედურული ხასიათის დარღვევები, თუმცა ზემოთ აღნიშნული ხარვეზები ადმინისტრაციის მხრიდან მყისიერად გამოსწორდა. საბოლოო ჯამში, განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის სადამკვირვებლო მისიის წევრების მიერ კენჭისყრის პროცესი დადებითად შეფასდა.
ცენტრის დამკვირვებლები, ასევე, დააკვირდებიან ხმის დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცესს. არჩევნების განმეორებითი კენჭისყრა დღეს საქართველოს მასშტაბით ცხრა საარჩევნო ოლქში (#22 მარნეული, #26 თეთრიწყარო, #28 დუშეთი, #40 ახალქალაქი, #55 ხონი, #57 ტყიბული, #67 ზუგდიდი, #79 ბათუმი, #81 ქობულეთი) გაიმართა.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1022
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია