დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ბენ კარდინი - აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს მისწრაფებას, გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა
ავტორი:
2014/ივნისი/29 20:30:02
ჩვენ მტკიცედ ვუჭერდით მხარს ნატოს გაფართოებას, თუმცა ნატოს წევრობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები კონსენსუსის საფუძველზე მიიღება , - ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს საქართველოში ვიზიტად მყოფმა სენატორმა ბენ კარდინიმ განუცხადა.
მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ მიიჩნევს, რომ ნატოს ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში დიდი როლის შესრულება შეუძლია.
"ჩვენ მტკიცედ ვუჭერდით მხარს ნატოს გაფართოებას ევროპის ფარგლებში და მხარს ვუჭერთ საქართველოს მისწრაფებას, გახდეს ნატოს წევრი, თუმცა ნატოს წევრობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები კონსენსუსის საფუძველზე მიიღება და ნატოს ყველა წევრი ქვეყნის თანხმობას საჭიროებს", - აღნიშნა სენატორმა.
ბენ კარდინის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს მისწრაფებას, გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1145
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია