დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კახი კალაძე - თუ გვინდა სვანეთი გადარჩეს, მნიშვნელოვანია ხუდონის პროექტი განხორციელდეს
ავტორი:
2013/ნოემბერი/02 10:30:04
თუ გვინდა სვანეთი გადარჩეს, მნიშვნელოვანია ხუდონის პროექტი განხორციელდეს, - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "ღია ეთერში" განაცხადა. მისი თქმით, ის ნამდვილად ვერ დაარქმევდა არსებულ ვითარებას მოსახლეობის განწყობას, რადგან ეს გარკვეული ჯგუფის ინტერესია.
"ხუდონის პროექტი ადვილი პროექტი არ არის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ წინააღმდეგობების გამო ჩვენ უარი უნდა ვთქვათ ყველაფერზე. ინტერესი არის ხე-ტყის უკანონო ჭრა და ჩვენ თუ გვინდა გადავარჩინოთ სვანეთი, გადარჩეს სვანეთის მოსახლეობა, ამისთვის მნიშვნელოვანია განხორციელდეს ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის პროექტი", - აღნიშნა კახი კალაძემ.
მისივე ინფორმაციით, რეგიონში უკანონო სახერხებია და მთელი ნაგავი ენგურში ჩადის, მაგრამ ხელისუფლება ამას აუცილებლად მიხედავს. "ჩვენ ვართ სახელმწიფო და ასეთი მნიშვნელოვანი პროექტები უნდა განხორციელდეს", - დასძინა მან.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1190
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია