დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ცესკოში განმეორებითი კენჭისყრის შესახებ პირველი საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა
ავტორი:
2014/ივნისი/29 11:00:02
29 ივნისის განმეორებითი კენჭისყრის პროცესის შესახებ ცესკოში პირველი საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. როგორც ცესკოს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა , 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების განმეორებითი კენჭისყრა 9 ოლქის 14 უბანზე იმართება. ყველა უბანი დროულად - 08:00 საათზე გაიხსნა და პირველმა ამომრჩევლებმა არჩევანი უკვე გააკეთეს. კენჭისყრა მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.
ეკა აზარაშვილმა მედიას ასევე გააცნო №81 ქობულეთის ოლქის №34 უბანზე ინციდენტის შესახებ, სადაც იმყოფება არაუფლებამოსილი პირი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან".
"საუბნო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა მას რამდენჯერმე მიმართეს დაეტოვებინა უბანი, რაზეც აღნიშნული პირი უარს აცხადებს. ცესკო მოუწოდებს არჩევნებში ჩართულ მხარეებს კანონმდებლობით განსაზღვრული წესები დაიცვან და ხელი შეუწყონ კენჭისყრის პროცესის მშვიდ გარემოში წარმართვას" - განუცხადა ცესკოს სპიკერმა ჟურნალისტებს.
დღეს, დღის განმავლობაში კენჭისყრის მიმდინარეობის და ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ცესკო რამდენიმე საინფორმაციო ბრიფინგს გამართავს. ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ კომისია პირველ მონაცემებს 12:30 საათზე გამოაცხადებს.
ცესკოს ცხელი ხაზი 251 00 51, ასევე ონლაინ ჩატი და ონლაინ ოპერატორი ჩვეული დატვირთვით მუშაობს. შესაბამისად, ყველას შეეძლება პასუხის მიღება არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის შესახებ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1090
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია