დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ოთარ დანელია - იყო საუბარი ეკონომიკურ საკითხებზე, ვინაიდან ამ თემასთან დაკავშირებით რამდენიმე მაჩვენებელი სიღრმისეულ ანალიზს საჭიროებს
ავტორი:
2018/ივნისი/12 18:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAIANV/danelia_28016.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/498210-othar-danelia-iyo-saubari-ekonomikur-sakithkhebze-vinaidan-am-themasthan-dakavshirebith-ramdenime-machvenebeli-sighrmiseul-analizs-satciroebs.html", "headline": " ოთარ დანელია - იყო საუბარი ეკონომიკურ საკითხებზე, ვინაიდან ამ თემასთან დაკავშირებით რამდენიმე მაჩვე...", "datePublished": "2018-06-12 14:45:30", "dateModified": "2018-06-12 14:45:30", "description": "საპარლამენტო უმრავლესობის დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი იყო ეკონომიკური გუნდის საქმიანობაზე, - ამის შ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAIANV/danelia_28016.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საპარლამენტო უმრავლესობის დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი იყო ეკონომიკური გუნდის საქმიანობაზე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ოთარ დანელიამ განუცხადა.
მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა გაფართოებულ ფორმატში კონკრეტული მინისტრების საქმიანობის შეფასებისთვის არ შეკრებილა, თუმცა შეხვედრაზე საუბარი იყო ეკონომიკურ პარამეტრებზე, როგორც პოზიტიურზე, ისე ნეგატიურზე, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევაში დაფიქსირდა.

„საუბარი იყო სტატისტიკურ მონაცემებზე, რომელიც გამოქვეყნდა. სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით მსჯელობა არ ყოფილა. ვინაიდან ეს იყო შიდა შეხვედრა, არ არის სწორი ამ შეხვედრაზე გარეთ საუბარი. ჩემ პირად პოზიციას უახლოეს მომავალში აუცილებლად დავაფიქსირებ. ბატონ ბიძინა ივანიშვილს არც ერთი მინისტრის კანდიდატურასთან დაკავშირებით არ უმსჯელია. იყო საუბარი ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით, ვინაიდან რამდენიმე მაჩვენებელი ამ თემასთან დაკავშირებით საჭიროებს სიღრმისეულ ანალიზს. შეხვედრის ერთ-ერთი საგანი სწორედ ეს გახლდათ. გუნდში არის სხვადასხვა მოსაზრება სხვადასხვა ინდიკატორთან დაკავშირებით. ბუნებრივია, ჩვენ ვერ ვიქნებით ხიბლში და კმაყოფილი ძალიან ბევრი პარამეტრით, რომელიც აისახა“, - განაცხადა დანელიამ.
კითხვაზე, კვლევაში ასახული რომელი პარამეტრები იყო ყველაზე შემაშფოთებელი უმრავლესობისთვის, დანელია პასუხობს, რომ ჭარბვალიანობის მაჩვენებელი.
თემა: სამთავრობო ცვლილებები არჩილ თალაკვაძე - უმრავლესობის სხდომაზე მიმდინარე საკითხებზე და გაერო-ს ეგიდით ჩატარებულ კვლევაზე ვიმსჯელეთ
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 469
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია