დაისვენე კურორტ ახალდაბაში
„არავისთან საღრეჯი, ენის მოსაჩლექი და საბოდიშო არ მაქვს“ - ზაზა პაპუაშვილი 
ავტორი:
2013/ნოემბერი/29 01:00:06
„ეს წერილი იმათ, ვინც ვერ გებულობს თუ „ამ სიძულვილში რაოდენი სიყვარულია“

არავისთან საღრეჯი, ენის მოსაჩლექი და საბოდიშო არ მაქვს. ის, რაც არ მითქვამს თქმულად ნუ აცხადებთ, თქვენეულ ფიქრებს ჩემად ნუ დასახავთ, ნუ შეეცდებით მალამო შხამად აქციოთ.
მე ამ დემაგოგიურ, პრიმიტიულ მსჯელობაში სამოგზაუროდ რა ვქნა, რომ არც გამოგყვებით, ვერც გამოგადგებით. ქართველი კაცივარ, ჩემი ქვეყნის შვილი და თავში აზრადაც არ მომსვლია ვინმეს წარმომავლობის, ჯიშისა თუ მოდგმის განკითხვა და გაქილიკება. ეს არ შედის ჩემი თამაშის წესებში. მავანს და მავანს თუ სურს ჩემი მოსაზრება ასეთ მდაბიო პროვინციულ პლასტში გადაიტანოს, მაინც არაფერი გამოუვა მარტივი მიზეზის გამო - ასე არ ვფიქრობ. ასე, რომ მოიკრიბეთ ძალ-ღონე, რამენაირად შეძელით და შეებრძოლეთ თქვენში არსებულ, თუ ჩაბუდებულ კომპლექსებს. ჩაიხედეთ საკუთარ სინდისში, შეიგრძენით თავისუფლება, შეეცადეთ ილაპარაკოთ ის, რასაც თქვენ ფიქრობთ და განიცდით. ამით უფრო მეტ სარგებელს მოუტანთ ქვეყანასაც და საკუთარ თავსაც. ეს დემაგოგიური ქილიკი კი წარმომავლობაზე, სამშობიაროზე, გეოგრაფიულ მდებარეობაზე მერწმუნეთ, რომ ისევე თქვენთვის არის დამღუპველი.
რაც შეეხება ხოხბის ისტორიის „მოყვარულებს“, ეგ კინო ხოხობზე დიდი ხნის წინ ვნახეთ. როგორც ჩანს, არც ეს ლეგენდა გეპიტნავებათ მაინცდამაინც ზოგიერთებს და ვფიქრობ, ჩახოხბილზეც მწყრალად ხართ.
ვწუხვარ, ჩვენი ქვეყანა ჯერ კიდევ სტერეოტიპებით დახუნძლული აზროვნების ტყვეა. ერთნი იტყვიან, მეორენი კი დაუფიქრებლად იმეორებენ ანალიზისა და საკუთარი პოზიციის გარეშე. დასანანია, მაგრამ რეალობაა - შინაგანი თავისუფლების მისაღწევად გზა ჯერ კიდევ შორია. საკუთარ თავს თუ ვერ მივაგნებთ, თავსაც, ქვეყანას და ქალაქსაც დავკარგავთ. ჩემი სათქმელისთვის, არც ქვეტექსტის სიბრძნე და გულწრფელობა და ზემოდან არც სიმართლე არ მომიკლია. გამგებმა გაიგოს... ასე, რომ გაატარეთ, გაატარეთ ხალხი...
„აბა სანჩო, წინ! ასაწევი ხიდისკენ ავიღოთ გეზი“...
ყველას ბედნიერებას გისურვებთ...“ - წერს ზაზა პაპუაშვილი.
წყარო: info9.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1083
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია