დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ლევან ვასაძე - სურთ, ჯვარზე გამაკრან და დამაბრალონ, თითქოს რუსეთის ხახაში ჩავარდნა მინდა
ავტორი:
2013/ნოემბერი/11 10:30:02
რუსეთის იმპერიამ თავის დროზე ხელი შეუწყო ქართული მიწების გაერთიანებას, - ამის შესახებ დემოგრაფიული ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან ვასაძე "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში აცხადებს.
მისივე განმარტებით, ეს ისტორიული ფაქტია და მან უბრალოდ "ამ ფაქტის გახსენება გაბედა".
"ეს არის ისტორიული ფაქტი. არაფერი შემშლია. წაიკითხონ ისტორია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ რუსეთი ოკუპანტი არ არის ან არაფერი უნდა გავაკეთოთ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დასაბრუნებლად და რუსეთის აგრესიას შევუგუოთ. ფაქტია, რუსეთის იმპერიამ თავის დროზე ხელი შეუწყო ქართული მიწების გაერთიანებას. იმპერიალისტურმა რუსეთმა თურქეთს წაართვა ქართული მიწების დიდი ნაწილი (ბოკშევიკურმა, ლენინის რუსეთმა კი საქართველოს მიწა გაუსხვისა), მაგრამ ეს გააკეთა საკუთარი იმპერიის გასაძლიერებლად და არა საქართველოს ინტერესებისთვის, რომელთა დასაცავად თავდაუზოგავად იბრძოლეს ქართველმა გმირებმა, თუნდაც გენერალმა მაზნიაშვილმა აჭარაში და სხვებმა", - აცხადებს ვასაძე.
ამასთან, ბიზნესმენის აზრით, მისი "კეთილისმყოფელები" ცდილობენ, რუსეთის აპოლოგეტად წარმოაჩინონ, თუმცა რუსეთი მისთვისაც ოკუპანტია.
"რამდეჯერ უნდა ვთქვა, რომ რუსეთი ჩემთვის ისეთივე ოკუპანტია, როგორიც ნებისმიერი ქართველისთვის, არ იქნება საკმარისი, რადგან მე გავბედე და ისტორიული ფაქტი გავიხსენე. სურთ, ამის გამო ჯვარზე გამაკრან და დამაბრალონ, თითქოს რუსეთის ხახაში ჩავარდნა მინდა. რამდეჯერაც უნდა ვთქვა, რომ ეს არის ცილისწამება, მათ აზრს ვერ შევაცვლევინებ", - აღნიშნავს ბიზნესმენი.
ლევან ვასაძის შეფასებით, უდავოდ სჯობს გინებას და გაღიზიანებას რუსეთთან ის პოლიტიკა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მთავრობამ აირჩია, თუმცა მისივე აზრით, ყველა მცდელობა შერბილდეს და მომრიგებლური გახდეს ურთიერთობა, იგნორირებულია და პასუხად მავთულხლართებს ვიღებთ.
"რამდენიმე დღის წინ "ფორბსმა" გამოაქვეყნა მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსების სია და ვლადიმერ პუტინი პირველ ადგილზეა. გიჟი უნდა იყო, ამას ანგარიში არ გაუწიო. სამწუხაროდ, მას არ ესმის (ან არ უნდა, რომ გაიგოს), რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელიც აუცილებლად დაიბრუნებს აფხაზეთსა და სამაჩაბლოს. რა თქმა უნდა, აჯობებს, თუ ეს რუსეთის კეთილი ნებით მოხდება", - დასძენს ბიზნესმენი.

იხილეთ ბმული: "პოლიტიკა მძულს, როგორც საქმიანობა" (ექსკლუზივი)
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1175
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია