დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერას ულოცავს
ავტორი:
2014/ივნისი/27 20:00:02
ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის დაარსებას ულოცავს. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ ქერის განცხადებაში, რომელიც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
როგორც ჯონ ქერი აცხადებს, დღეს ხელმოწერილი ხელშეკრულება უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია აღმოსავლეთის პარტნიორობის ხსენებული ქვეყნების უფრო მჭიდრო ინტეგრაციისაკენ ევროკავშირში, ასევე ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის უზრუნველყოფისკენ.
"ამ ხელშეკრულების მნიშვნელობა არ შემოიფარგლება მხოლოდ იმით, რომ ის აკავშირებს ევროკავშირის აღმოსავლელ მეზობლებს ევროპის ერთიან ბაზართან და გზას უხსნის ახალ შესაძლებლობებს ვაჭრობისა და დახმარების კუთხით. დღეს მოლდოვამ, საქართველომ და უკრაინამ ხელმოწერით დაადასტურეს მზადყოფნა, განახორციელონ მნიშვნელოვანი ეკონომიკური და საკანონმდებლო რეფორმები, რომლებიც ამ ქვეყნებს გააძლიერებს და აქცევს უფრო სიცოცხლისუნარიან დემოკრატიულ სახელმწიფოებად.
ჩვენ კვლავაც ვუცხადებთ მხარდაჭერას საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. გადაწყვეტილება ამ ქვეყნების მოქალაქეთა უსაფრთხოების, კეთილდღეობისა და მომავლის უზრუნველყოფის საუკეთესო გზის შესახებ უნდა მიიღონ თავად ამ სუვერენულმა სახელმწიფოებმა და არავინ სხვამ. ჩვენ მივესალმებით იმ დაუღალავ შრომასა და მიზანმიმართულობას, რომლებმაც აქამდე მოიყვანა ეს ქვეყნები. ჩვენ კვლავაც დავუდგებით მათ მხარში საკვანძო რეფორმების გატარებისა და აყვავებული, სტაბილური და დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესში", - ნათქვამია ჯონ ქერის განცხადებაში.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1057
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია