დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის იუბილესთან დაკავშირებით სტუდენტებისთვის დებატები გაიმართა
ავტორი:
2014/აპრილი/04 20:00:02
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მიხეილ დაჩიაშვილმა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის დაარსებიდან 65 წლისადმი მიძღვნილი დებატები გახსნეს.
ღონისძიების ფარგლებში GIPA-ს სტუდენტებმა საპარლამენტო ტიპის დებატები გამართეს. ახალგაზრდებმა განიხილეს სამი თეზისი: "საქართველო მზად არის ნატოში გაწევრიანებისთვის", "როგორი უნდა იყოს ნატოს პოზიცია ყირიმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით" და "ნატო მზად არის გაფართოებისათვის".
მონაწილეები სპეციალურმა ჟიურიმ შეაფასა და საუკეთესო ჯგუფი და საუკეთესო მოდებატე გამოავლინა. გამარჯვებულებს სიგელები და სპეციალური პრიზები გადაეცათ. "დებატები ნატოს შესახებ" ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ორგანიზებით მოეწყო.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1059
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია