დაისვენე კურორტ ახალდაბაში
შალვა ფიფია - საერთო ევროპულ ოჯახთან დასაახლოებლად საქართველომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა
ავტორი:
2014/ივნისი/27 19:00:02
სოფლის მეურნეობის მინისტრის შალვა ფიფიას განცხადებით, საერთო ევროპულ ოჯახთან დასაახლოებლად საქართველომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. სოფლის მეურნეობის მინისტრი საქართველოს მოსახლეობას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებას ულოცავს. მილოცვის ტექსტს "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.
"საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვულოცავ დღევანდელ დღეს. ჩვენ გადავდგით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი საერთო ევროპულ ოჯახთან დასაახლოებლად. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება ქართველ მწარმოებლებს საშუალებას აძლევს საკუთარი პროდუქცია და, პირველ რიგში, სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე გაიტანონ. რა თქმა უნდა, ეს ეტაპობრივი პროცესია, არ არის მარტივი, მაგრამ, მოგეხსენებათ, ევროკავშირის ბაზარზე უკვე გასულია მთელი რიგი ქართული პროდუქციისა, რომელიც მაღალ ევროპულ სტანდარტსაკმაყოფილებს. სულ მალე ქართული ღვინო, თხილი, ხილი დამატებით სატარიფო ბარიერების გარეშე შეძლებს ევროკავშირის ბაზარზე გასვლას.
ჩვენ შევიმუშავეთ ეროვნული პროგრამა, რომელიც შვიდწლიან პერიოდში ევროკავშირის კანონმდებლობასთან და ადმინისტრირებასთან დაახლოებას ითავალისწინებს, შესაბამისად, ეტაპობრივად ჩვენ ევროკავშირის ბაზარზე სხვა პროდუქციის ექსპორტსაც შევძლებთ.
რაც შეეხება სტანდარტებს, რა თქმა უნდა, გასაწევია საკმაოდ დიდი სამუშაო - ჩვენ გავაძლიერეთ სურსათის ეროვნული სააგენტო და უკვე მივიღეთ მნიშვნელოვანი ცვლილება სურსათის ეროვნულ კოდექსში; უკვე შემუშავებული ეროვნული პროგრამა ითვალისწინებს დაახლოებით 90-მდე საკანონმდებლო აქტის მიღებას, რომელშიც გაწერილი იქნება ყველა აუცილებელი მოთხოვნა, მათ შორის, მოთხოვნა წარმოების სტანდარტზეც. ჩვენ გავწევთ მნიშვნელოვან სამუშაოს იმისთვის, რომ ქართველმა მწარმოებლებმა ევროპული სტანდარტი დააკმაყოფილონ და ქართულმა პროდუქციამ ევროპის ბაზარზე დაიმკვიდროს ადგილი", _ აცხადებს ფიფია.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 939
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია