დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ვიქტორ დოლიძე სამუშაო ვიზიტით საბერძნეთში მიემგზავრება
ავტორი:
2014/მაისი/02 13:30:02
საბერძნეთთან საქართველოს მეგობრობის საპარლამენტო დელეგაცია, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ვიქტორ დოლიძის ხელმძღვანელობით , 5-7 მაისს სამუშაო ვიზიტით საბერძნეთის დედაქალაქს ათენს ეწვევა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქართველი და ბერძენი კანონმდებლები ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის არსებულ და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ. საბერძნეთის საკანონმდებლო ორგანოში ქართველი პარლამენტარები შეხვედრებს გამართავენ პარლამენტის პირველ ვიცე- სპიკერ, იოანის ტრაგაკისთან, საგარეო საკითხთა კომიტეტის წევრებთან და საბერძნეთში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფთან.
ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია შეხვედრა საბერძნეთის იუსტიციის გენერალურ მდივან, გეორგიოს სურლასთან, რომელიც ორგანიზებას უწევს "არგონავტების ლაშქრობის" მეორე საერთაშორისო კონფერენციას. 2008 წელს სწორედ მისი ინიციატივით და ორგანიზებით ქალაქ ვოლოსში ჩატარდა პირველი საერთაშორისო კონფერენცია, 2009 წელს კი ბათუმში არგონავტების გემის ზუსტი ასლი ჩამოვიდა და სამეცნიერო კონგრესი "არგო საქართველოში" გაიმართა, იმ პერიოდში გეორგიოს სურლარესი პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ბრძანდებოდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ბოლო დღეს საპარლამენტო დელეგაცია საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალურ მდივანს და ქართულ დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდებიან. ამ დროისათვის საბერძნეთში 50-მდე ქართული დიასპორული ორგანიზაცია ფუნქციონირებს და იგი მსოფლიოში სიდიდით მეორე ქართული დიასპორაა.
საბერძნეთის დედაქალაქს საქართველოდან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელ, ვიქტორ დოლიძესთან ერთად, ჯგუფის წევრები ფრიდონ საყვარელიძე, მერაბ კაჭახიძე და დავით დარჩიაშვილი ეწვევიან.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1083
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია