დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ლევან სამუშია - პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილისა და ,,ქართული ოცნების’’ განცხადება არის ფარისევლობა
ავტორი:
2018/თებერვალი/23 21:00:02
../photo/2015_02/0-00-1AAIVL/samushialevan.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/479958-levan-samushia-premier-ministr-kvirikashvilisa-da-qarthuli-ocnebis-ganckhadeba-aris-farisevloba.html", "headline": "ლევან სამუშია - პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილისა და ,,ქართული ოცნების’’ განცხადება არის ფარისევლობა", "datePublished": "2018-02-23 17:04:02", "dateModified": "2018-02-23 17:04:02", "description": "პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილისა და ,,ქართული ოცნების’’ განცხადება და წუხილი იუსტიციის საბჭოს მიერ მოს...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAIVL/samushialevan.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილისა და ,,ქართული ოცნების’’ განცხადება და წუხილი იუსტიციის საბჭოს მიერ მოსამართლეთა უვადოდ გამწესებასთან დაკავშირებით არის ფარისევლობა, - ამის შესახებ ’’თავისუფალი დემოკრატების’’ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან სამუშიამ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების’’ მიზანია საზოგადოების მოსალოდნელი ნეგატიური და მკაცრი რეაქცია თავიდან აიცილონ და სასამართლოში მიმდინარე არადემოკრატიული პროცესები წარმოაჩინონ მათგან დამოუკიდებლად მიმდინარე პროცესებად. სამუშიას განცხადებით, „ქართული ოცნების’’ ხელისუფლება და პრემიერი კვირიკაშვილი თავიანთი განცხადებით, ცდილობენ სიტუაცია წარმოაჩინონ იმგვარად, თითქოს პრობლემა იყოს მხოლოდ რამდენიმე მოსამართლეში და სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობდეს.

„დღეს, სასამართლოში მიმდინარე მოვლენებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართული ოცნების’’ ხელისუფლებას. ეს შედეგია მათ მიერ გატარებული ე.წ. სასამართლოს რეფორმირების ტალღებისა. ის, რაც დღეს სასამართლოში ხდება, არის შეთანხმებული მოქმედება იუსტიციის საბჭოსა და „ქართული ოცნების’’ ხელისუფლებას შორის. აღნიშნული პროცესები გამოუსწორებელ ზიანს აყენებს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას.

მოვუწოდებ „ქართული ოცნების’’ ხელისუფლებას, შეაჩერონ მათ მიერ მოსამართლეთა უვადო გამწესება და საკითხის ირგვლივ არასამთავრობო სექტორის, ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრისა და სპეციალისტების ჩართულობით, მიღებული იყოს შეთანხმებული გადაწყვეტილება, რაც შესაძლებელს გახდის გამოსავლის მოძებნას „ქართული ოცნების’’ მიერ შექმნილი უმძიმესი სიტუაციიდან’’, - განაცხადა ლევან სამუშიამ.




წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 554
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია