დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ალასანია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ისტორიულს უწოდებს
ავტორი:
2014/ივნისი/26 22:30:02
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას ისტორიულს უწოდებს და აღნიშნავს, რომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი საქართველოსთვის სექტემბერში ნატო-ს სამიტის დროს დაიწყება.
თავდაცვის მინისტრი საქართველოს მოსახლეობას ულოცავს ხელშეკრულების გაფორმებას და აცხადებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით შეუქცევადი ხდება საქართველოს კურსი ევროპული ოჯახისკენ.
"მართლაც ისტორიულ, საეტაპო გადაწყვეტილებას აწერს ხელს საქართველო ევროკავშირთან. რაც მნიშვნელოვანია, აწერს ხელს იმ ვითარებაში, როცა საქართველო სტაბილურად, თანმიმდევრულად აგრძელებს თავის საგარეო პოლიტიკურ კურსს, აღებულს ევროპისა და ევროატლანტიკური სივრცისკენ. იცით, რომ სექტემბერში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი დადგება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, როდესაც ნატო-ს სამიტი ჩატარდება და ახალი ეტაპი დაიწყება საქართველოსა და ნატო-ს შორის", - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა ბრიუსელში ხვალ გაფორმდება.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 970
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია