დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დევნილთა შესახებ ორი სამოქმედო გეგმა მთავრობას დასამტკიცებლად წარედგინება
ავტორი:
2014/ივნისი/25 20:00:02
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს გაფართოებული სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა.
სამინისტროს ინფორმაციით, საბჭოს განსახილველად წარედგინა დევნილთა მიმართ 2014-2016 წლების სტრატეგიის სამოქმედო გეგმა და დევნილთა საარსებო წყაროების სამოქმედო გეგმა, რომლებიც შესაბამისობაშია სახელმწიფო სტრატეგიის საერთო გეგმასთან.
დევნილთა მიმართ სტრატეგიის სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს: დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის გზით; დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას; დევნილთა ინფორმირებულობის ზრდას. დევნილთა და განსახლების მინისტრის დავით დარახველიძის განცხადებით, სამინისტროს სამეთვალყურეო საბჭო კვარტალში ერთხელ იკრიბება, რათა განიხილოს მნიშვნელოვანი საკითხები და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
"დღევანდელი სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა მიეძღვნა დევნილთა შესახებ 2014 – 2016 წლების სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განახლების საკითხს. რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ სამოქმედო გეგმის განახლების ახალი პროექტი მომზადდა და დღეს, სამეთვალყურეო საბჭოზე იქნა გამოტანილი განსახილველად. გაიმართა დისკუსია, შეჯერდა საკითხები და სამეთვალყურეო საბჭოს დასტურის შემდეგ სამოქმედო გეგმა საქართველოს მთავრობის სხდომაზე გავა განსახილველად.
ასევე, დღევანდელი სამეთვალყურეო საბჭოს მეორე მნიშვნელოვანი საკითხი იყო დევნილთა შემოსავლის წყაროებზე სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმის მიღება. ეს სამოქმედო გეგმა პირველად მივიღეთ. ევროკავშირის და სხვა დონორი ორგანიზაციების სერიოზული ჩართულობაა იმისათვის, რომ დაფინანსდეს დევნილთა მცირე ბიზნესი და მოხდეს მათი შემოსავლის წყაროების უზრუნველყოფა", - განაცხადა მინისტრმა დავით დარახველიძემ.
დევნილთა მიმართ სტრატეგიის სამოქმედო გეგმაში დეტალურადაა გაწერილი ყველა ის პუნქტი, რასაც ითვალისწინებს "ახალი კანონი დევნილთა შესახებ", რომელიც ძალაში 2014 წლის პირველი მარტიდან შევიდა. სტრატეგიის სამოქმედო გეგმაში აისახა ისეთი ცნებები, როგორიცაა: დევნილთა მიერ საცხოვრებლის მართლზომიერი ფლობის და დროებითი საცხოვრებლის ცნება, დევნილთა განსახლების კრიტერიუმები, გადაუდებელი საჭიროებების შემთხვევაში ერთჯერადი ფულადი დახმარების კრიტერიუმები, ახალი საცხოვრებელი კორპუსებისა და სოფლად ინდივიდუალური სახლების მშენებლობა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ აიღო ვალდებულება საჭიროებაზე მორგებულ დახმარებაზე გადასვლასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება საარსებო წყაროების უზრუნველყოფის სამოქმედო გეგმას, აღნიშნული დოკუმენტი სამინისტროში პირველად შეიქმნა. სამოქმედო გეგმა მორგებულია საარსებო წყაროების სახელმწიფო სტრატეგიას.
ორივე დოკუმენტი, უახლოეს მომავალში, მთავრობას დასამტკიცებლად წარედგინება.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 891
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია