დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით უსუფაშვილი - აშკარაა, რომ ბაქოში რაღაც გაუგებრობა იყო
ავტორი:
2014/ივნისი/25 00:30:02
აშკარაა, რომ იქ იყო რაღაც გაუგებრობა, –ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ბაქოში პარლამენტარებთან დაკავშირებული ინცინდენტის კომენტირებისას განაცხადა.
უსუფაშვილის თქმით, დამატებითი ინფორმაცია, რა მოხდა ბაქოს აეროპორტში, როდესაც ირმა ნადირაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე თბილისში ბრუნდებოდნენ, მას არ აქვს.
"ზურაბ ჯაფარიძე და ირმა ნადირაშვილი არ იმყოფებოდნენ ბაქოში რაიმე მივლინებით პარლამენტის მხრიდან, მათი მოგზაურობა არ უკავშირდებოდა რაიმე საპარლამენტო საქმიანობას, ამიტომ არც მათი გამგზავრების დეტალები ვიცოდი და არც დაბრუნების. რაც შეეხება გარკვეულ ვითარებას იმ მომენტში, რაც გარკვეული საათების განმავლობაში ხდებოდა, სრულიად აშკარაა, რომ იქ იყო რაღაც გაუგებრობა, ისიც აშკარაა, რომ ჩემი კოლეგებიც და არა მხოლოდ ისინი შეეცადნენ და მოახერხეს გარკვეული საკითხების მოგვარება, იმიტომ, რომ მოახერეხეს და საქართველოში არიან და აგრძელებენ მოღვაწეობას. რა იყო ეს პრობლემა, ამაზე რაიმე დამატებითი ინფორმაცია არ მაქვს. ვალდებული ვარ, რომ თუ პარლამენტის წევრებს რაიმე პრობლემა შეექმნებათ, ვიზრუნო იმაზე, რომ გავარკვიო რა ხდება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში თავად პარლამენტის წევრებმა განაცხადეს, რომ მათ დახმარება არ დასჭირდათ, ისე მოაგვარეს რაღაცა პრობლემა. თუ რა იყო ეს პრობლემა, ამაზე არის აზრთა სხვადასხვაობა. მე ვერც არაფერს გამოვრიცხავ, ვერც ვერაფერს დავადასტურებ, არ მაქვს სხვა ინფორმაცია", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
საპარლამენტო უმცირესობის წევრებს ზურაბ ჯაფარიძესა და ირმა ნადირაშვილს 19 ივნისს ბაქოს აეროპორტის საბაჟო სამსახურთან დაბრკოლება შეექმნათ. ზურაბ ჯაფარიძის თქმით, "აზერბაიჯანელ მებაჟეებთან საუბრის გამო" ბაქოდან ერთი რეისის გამოტოვება მოუხდა.
"საზღვარზე შეფერხება მართლა მქონდა, იმის გამო, რომ დროში დავაგვიანე. მებაჟეებთან მქონდა რაღაც საუბარი და მომიწია იმ რეისის გამოტოვება, რომლითაც უნდა გამოვფრენილიყავი.
აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის თეიმურაზ შარაშენიძის ინფორმაციით კი, საპარლამენტო უმცირესობის წევრები ირმა ნადირაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე აზერბაიჯანელ მებაჟეებს დაახლოებით სამსაათნახევარი-ოთხი საათის განმავლობაში ჰყავდათ გაჩერებული და შიდა მოკვლევის შემდეგ გაათავისუფლეს. მისივე თქმით, ისინი დაკავებულები ან პატიმრობაში აყვანილი არ ყოფილან. ჩატარდა შიდა მოკვლევა, რაც გაგრძელდა დაახლოებით სამსაათნახევარი-ოთხი საათი, რის შემდეგაც ისინი გაუშვეს. ელჩის განცხადებით, დეპუტატები იმიტომ იყვნენ გაჩერებულები, რომ არსებული ინფორმაციით, ჰქონდათ არადეკლარირებული დიდი რაოდენობით თანხა. ჩატარებული მოკვლევის და აზერბაიჯანული კანონმდებლობის შესაბამისად კი, გაათავისუფლეს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 952
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია