დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ალასანია - ნაკლებად მაინტერესებს სიტყვები, უფრო მეტად მნიშვნელოვანია კონკრეტული ქმედებები
ავტორი:
2014/ივნისი/22 09:30:01
მე ნაკლებად მაინტერესებს სიტყვები, უფრო მეტად მნიშვნელოვანია კონკრეტული ქმედებები ადგილზე, - აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ "როიტერთან" საუბარში.
"როიტერთან" ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ მიმდინარე თვეში ნატოელ კოლეგებთან საუბრის შემდეგ მას იმედი აქვს, რომ საქართველოს უელსში ნატო-ს სამიტზე MAP-ს შესთავაზებენ, თუმცა დაამატა - "მე ნაკლებად მაინტერესებს სიტყვები (ვორდინგი), უფრო მეტად მნიშვნელოვანია კონკრეტული ქმედებები ადგილზე".
ირაკლი ალასანიას აღნიშნული კომენტარი იმ სტატიაშია მოყვანილი, რომელიც საქართველოს შეეხება.
"როიტერის" ინფორმაციით, უელსის სამიტზე ნატო საქართველოსთვის "გაძლიერებული თანამშრომლობის" პაკეტის მიცემით შემოიფარგლება. ამის შესახებ "როიტერი" ნატო-ს დიპლომატებზე დაყრდნობით წერს, რომელთა ვინაობასაც სააგენტო ანონიმურად ტოვებს.
"სავარაუდოა, რომ ნატო შეჩერდება კომპრომისზე, რომელიც გულისხმობს საქართველოსთვის "გაძლიერებული თანამშრომლობის" პაკეტის მიცემას, რაც MAP- ისკენ მიმავალი ნაბიჯია. ეს პაკეტი შეიძლება მოიცავდეს ისეთ ზომებს, როგორებიცაა უფრო ახლო პოლიტიკური თანამშრომლობა, საქართველოს სამხედრო ძალების წვრთნა და ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის გაძლიერება საქართველოში.
აშშ განსაკუთრებულ პრიორიტეტს ანიჭებს ალიანსის მთლიანობის შენარჩუნებას, მაშინ როდესაც ნატო რუსეთთან უკრაინის თემის გამო კონფრონტაციაშია.
საფრანგეთი ფიქრობს, რომ საქართველოსთვის MAP-ის მისანიჭებლად ახლა არასწორი დროა. ასევე წინააღმდეგია გერმანიაც", – აცხადებენ დიპლომატები.
"ასევე ზოგიერთი მოკავშირე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, რომ ნატო, რომლის შეზღუდული სამხედრო განლაგება აღმოსავლეთ ევროპაში უკრაინის კრიზისის შედეგად გამოვლინდა, შეძლებს თავისი უსაფრთხოების გარანტიების მიცემას საქართველოსთვის, რომლის ორი რეგიონი რუსეთის მიერ არის "ზურგგამაგრებული", - აღნიშნავს "როიტერი".

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1073
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია