დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ვაშინგტონში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება
ავტორი:
2013/დეკემბერი/08 10:30:03
9-13 დეკემბერს, ვაშინგტონში, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში, სამი სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, 9 დეკემბერს განხორციელდება უსაფრთხოებისა და თავდაცვის სამუშაო ჯგუფის, 12 დეკემბერს - ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფის, ხოლო 13 დეკემბერს - ეკონომიკის, ენერგეტიკისა და ვაჭრობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა.
"სამუშაო ჯგუფების შეხვედრები, რომლებშიც მონაწილეობას იღებენ აშშ-სა და საქართველოს მთელი რიგი უწყებები, წარმოადგენს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის უმნიშვნელოვანეს ფორმატს. შეხვედრებზე მხარეები განიხილავენ მანდატით გათვალისწინებულ მნიშვნელოვან ორმხრივ საკითხებს", _ აცხადებენ სამინისტროში.
აშშ-ში ვიზიტისას საქართველოს უწყებათაშორის დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი უხელმძღვანელებს.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1238
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია