დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ვანო მაჭავარიანი - ძალიან ბევრი ადამიანი შეეცადა, რომ ივანიშვილთან ჩემი ურთიერთობები აერია
ავტორი:
2014/ივნისი/21 01:00:02
ბიძინა ივანიშვილი მე უნიჭობას ვერ დამაბრალებს, - ამის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში, პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა ვანო მაჭავარიანმა განაცხადა. მისი თქმით, მას და ივანიშვილს ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, თუმცა ამ ურთიერთობის არევას ბევრი ადამიანი შეეცადა.
"ბიძინა ივანიშვილი მე უნიჭობას ვერ დამაბრალებს. ძალიან კარგი, საქმიანი და სერიოზული ურთიერთობები გვქონდა. ძალიან ბევრი ადამიანი შეეცადა, რომ ეს ურთიერთობები აერია და დაერა", - აღნიშნა მაჭავარიანმა.
მისივე თქმით, ივანიშვილის უკმაყოფილება მრჩევლის თანამდებობაზე მის დანიშვნასთან დაკავშირებით დამახინჯებული ფორმით "ენის მიტანამ" განაპირობა.
"მან ისაუბრა თუ რატომ იყო უკმაყოფილი ჩემი დანიშვნით. ამაში თავის წვლილი შეიტანეს იმ ადამიანებმა, რომლებიც შეეცადნენ, რომ ენა მიეტანათ დამახინჯებული ფორმით. არც აქვს მნიშვნელობა ვინ იყვნენ ისინი. ჩვენ ვიყავით კონცენტრირებულები საქმეში. ჩვენ ძალიან აქტიურად შევეცადეთ, რომ საგარეო ურთიერთობა და პრეზიდენტებს შორის ურთიერთობა, რომელიც უმნიშვნელოვანესია ჩვენი რეგიონისთვის, მაქსიმალურად წარმოჩენილიყო. მოლოდინი იყო, რომ ეს უფრო პასიური იქნებოდა. მე ყოველთვის მაბრალებდნენ ზედმეტ აქტიურობას, იქნება ეს წინა თუ ახალი ხელისუფლება. ვცდილობ, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში კარგ შედეგს მივაღწიო", - აღნიშნა მაჭავარიანმა.
მაჭავარიანი გამოეხმაურა კახა კალაძის განცხადებასაც, რომელმაც ის ჭორაობაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ის არ ჭორაობს. მისი თქმით, მთავრობის წევრების მხრიდან მისი განცხადებების მიმართ აგრესია არ იყო.
"ეს იყო მესიჯ-ბოქსი, რომელიც მათ მისდით. მათ ერთი და იგივე რაღაც თქვეს და მე ვურჩევ თავის თავიდან გამომდინარე ილაპარაკონ ზოგზოგიერთებმა. ამ შეტობინებებიდან გამომდინარე გავიგე, რომ ეს არის ის უხერხული სიმართლე, რომელიც ყველამ იცის. ბალანსი პრეზიდენტს, პარლამენტსა და მთავრობას შორის მნიშვნელოვანია ჩამოყალიბდეს. სახელმწიფო მეთაურის ფუნქცია არის არანაკლებ მნიშვნელოვანი, ვიდრე მთავრობის და პარლამენტის", - აღნიშნა მაჭავარიანმა.
PLAYER_GET_VIDEOFLASH
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 863
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია