დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი ცაგარეიშვილი - გიგი უგულავა თვითმმართველობის არჩევნებში ”ნაციონალების” სიის პირველი ნომერი იქნება
ავტორი:
2014/მარტი/01 13:30:02
გიგი უგულავა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თბილისში "ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიის პირველი ნომერი იქნება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ინფორმაცია "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელმა, პარლამენტის წევრმა გიორგი ცაგარეიშვილმა მიაწოდა.
ცაგარეიშვილი იმ კონკრეტულ მიზეზებზეც საუბრობს, რის გამოც, უგულავა დედაქალაქის მერობის კანდიდატად არ დასახელდება.
"გათვლა პრიმიტიულია - რამდენიმე მიზეზის გამო უგულავა თბილისის მერობის კანდიდატი არ იქნება. უმთავრესი მიზეზი არის ის, უგულავას წარდგენის შემთხვევაში, "ნაციონალური მოძრაობა" თბილისში სასტიკად დამარცხდება. "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს არ უნდა პოლიტიკიდან წავიდეს, როგორც დამარცხებული მერობის კანდიდატი. მეორე მიზეზი გახლავთ ის, რომ ახალი საარჩევნო კოდექსის გათვალისწინებით, მერობის კანდიდატს უფლება არ ექნება პარალელურად კენჭი იყაროს პარტიული სიის მეშვეობით საკრებულოს პროპორციულ არჩევნებში. კიდევ ერთი მიზეზი არის ის, რომ უგულავას, რომელსაც ძალიან მალე სასამაროთლო პროცესი ელის, სურს ე.წ. პოლიტიკური პატიმრის სტატუსი შეიქმნას და რაღაც სახის პოლიტიკური იმუნიტეტი მაინც მოიპოვოს. სწორედ ამიტომ, უგულავამ და "ნაციონალური მოძრაობის" სხვა ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ ახლა სჯობს, უგულავა იყოს საარჩევნო სიის სათავეში, პარალელურად გახდეს თბილისის პარტიული ორგანიზაციის ხელმძღვანელი და ვითომდა, პარტიის განახლების, ე.წ. ახალი სახეების გამოჩენის საფარქვეშ "ნაციონალური მოძრაობა" დღეს პრაიმერიზე წინ წამოწევს ვითომ ორ ახალ პარტიულ ლიდერს - გიორგი ვაშაძეს და ნიკა მელიას. რამდენად აქვთ შანსი ამ ბატონებს, მომავალში გადაიქცნენ პოლიტიკურ ლიდერებად, ამას თბილისის მოსახლეობა განსაზღვრავს. დარწმუნებული ვარ, რომ კრიმინალები ქალაქისა და ქვეყნის მმართველობაში ვეღარ დაბრუნდებიან, - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" გიორგი ცაგარეიშვილმა.
დღეს "ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის კონფერენცია გაიმართება, სადაც ორგანიზაციის თავმჯდომარეს აირჩევენ. დღესვე ”ნაციონალური მოძრაობა” პრაიმერში მონაწილე თბილისის მერობის კანდიდატებს დაასახელებს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1131
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია