დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ბოლნისის სასამართლოში საჩივრების განხილვა ხვალ, 13:00 საათისთვს გადაიდო
ავტორი:
2014/ივნისი/20 23:30:01
ბოლნისის რაიონულ სასამართლოში საჩივრების განხილვა ხვალ, 13:00 საათისთვს გადაიდო. წინასწარი ინფორმაციით, მოსამართლე ხათუნა ნადიბაიძე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის", "კლუბი - თავისუფალი ზონისა" და "მომავლის არჩევანის" სარჩელებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ხვალ გამოიტანს.
დღევანდელ სხდომაზე კი მხარეებმა მტკიცებულებები წარმოადგინეს და საქმის ფაქტობრივი ვითარების განხილვა მოხდა. მოსარჩელეები მარნეულის #22 საარჩევნო ოლქის შემადგენლობაში შემავალი ყველა საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილი კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმების გაბათილებას, ასევე მარნეულის საოლქოს მიერ აღნიშნული ოქმების ძალაში დატოვების გადაწყვეტილების გაუქმებას და ოლქში ხელახალი კენჭისყრის მეორე ტურის დანიშვნას ითხოვენ.
სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარეს მარნეულის #22 საოლქო საარჩევნო კომისია წარმოადგენს. სასამართლო სხდომა 17:00 საათზე დაიწყო და 5 საატზე მეტხანს გაგრძელდა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1253
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია