დაისვენე კურორტ ახალდაბაში
15 ივნისის არჩევნების შემდეგ, ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეები მოვალეობის შემსრულებლად აღარ ჩაითვლებიან
ავტორი:
2014/მაისი/14 11:00:01
ადგილობრივი თვითმმართველობის სტრუქტურების თანამშრომლები, 15 ივნისის არჩევნების შემდეგ, დროებით მოვალეობის შემსრულებლებად აღარ ჩაითვლებიან.
უქმდება კანონის ნორმა, რომლის შესაბამისადაც, ადგილობრივი არჩევნების შემდეგ ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა მოხელე დროებით მოვალეობის შემსრულებელი ხდებოდა და მათ უფლებამოსილება თანამდებობების კონკურსის წესით შევსებამდე უნდა განეხორციელებინათ.
ამასთან, კანონში შედის ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა მოხელე ატესტაციას დაექვემდებარება – იმ მოხელეთა ჩამონათვალიდან, რომლებიც ატესტაციას არ ექვემდებარებიან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დანიშნული მოხელეებს ამოიღებენ.
აღნიშნული ცვლილებები "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში ხორციელდება, რომელიც დეპუტატებმა გიორგი ჟორჟოლიანმა და ვახტანგ ხმალაძემ მოამზადეს. კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.
ცნობისთვის, "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" ერთ-ერთი სიახლე ადგილობრივი თვითმმართველობის აპარატებში შტატების ოპტიმიზაციაა. კოდექსი ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ინსტიტუციურ ცვლილებებს ითვალისწინებს. შესაბამისად, ადგილობრივი ორგანოები სავალდებულო რეორგანიზაციას დაექვემდებარებიან.
პროექტის ინიციატორები განმარტებით ბარათში წერებენ, რომ აღნიშნული მიზნის მიღწევა მიზანშეწონილია, განხორციელდეს ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა სწავლების სისტემის განვითარებით, რასაც უკვე ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი ითვალისწინებს და ასევე კვალიფიკაციის შეფასების მექანიზმის გამოყენებით, რომელიც კანონით უნდა განისაზღვროს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1131
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია