დაისვენე კურორტ ახალდაბაში
კახა კალაძე - რაც ნარმანიას დედასთან დაკავშირებით ითქვა, სწორი არ არის
ავტორი:
2014/ივნისი/20 14:00:03
ენერგეტიკის მინისტრის კახალა კალაძის მტკიცებით, გავრცელებულ კადრებში დავით ნარმანიას დედის მხრიდან ადგილი აქვს არა ხმის ფარულობის დარღვევას, არამედ კონკრეტულ ქალბატონთან "სულ სხვა რამეზე საუბარს".
როგორც კალაძემ აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, "ნაციონალური მოძრაობის" სისულელეებზე სხვა კომენტარს ვერ გააკეთებს.
"ის რაც ნარმანიას დედასთან დაკავშირებით ითქვა არ არის სწორი. ქალბატონი ნორა კონკრეტულ ქალბატონს ესაუბრება სრულიად სხვა რამეზე. ამიტომ არ მინდა "ნაციონალური მოძრაობის" სისულელეებსა და ბოდვებზე კომენტარი გავაკეთო", - აღნიშნა კალაძემ.
ენერგეტიკის მინისტრის შეფასებით, "ნაციონალური მოძრაობა" სავალალო მდგომარეობაში იმყოფება.
"ვიცი მათი მდგომარეობა, ისინი სავალალო დღეში არიან, რაც ადგილობრივმა არჩევნებმაც აჩვენა – მთელი ქვეყნის მასშტაბით მათ საკრებულოებში მხოლოდ 64 მაჟორიტარი დეპუტატი გაიყვანეს. 44 ოლქში "ნაციონალურ მოძრაობას" საერთოდ არ ეყოლება მაჟორიტარი დეპუტატი", - განმარტა კალაძემ.
ამასთან, "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ცეკოს ინფორმაციასაც გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნები შესაძლოა 12 ივლისს გაიმართოს და აღნიშნა, რომ არჩევნებთან დაკავშირებით ცენტრალური საარჩევნო კომისია რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს "ქართული ოცნება" იმას დაემორჩილება.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მტკიცებით, ზუგდიდის რაიონის სოფელ კოკის #97 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრი იყო თბილისის მერობის კანდიდატის დავით ნარმანიას დედა, რომელიც ამომრჩეველს მისთვის სასურველი კანდიდატის შემოხაზვას აიძულებდა.
გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ვიდეოკადრები წარმოადგინა და განმარტა, რომ დამკვირვებლების მიერ გადაღებული მასალა სწორედ ამ ფაქტს ასახავს.
"მასალა ზუგდიდის რაიონის სოფელ კოკში #97 საარჩევნო უბანზე მიმდინარე საარჩევნო პროცესს ასახავს. სწორედ ამ სოფლიდან არის დავით ნარმანია. აღნიშნულ უბანზე კომისიის წევრად იყო მისი დედა, ქალბატონი ნორა. კადრები, რომელიც დამკვირვებლებმა გადაიღეს, აშკარად აჩვენებს, თუ როგორ ახდენს იგი ამომრჩეველზე ზეწოლას და აიძულებს ამომრჩევლებს, მათ ბიულეტენები უჩვენოს, სადაც ქალბატონი ნორასთვის სასურველი ნომერია შემოხაზული", - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 934
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია