დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ირაკლი კობახიძე - პარლამენტს მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება მოუწევს თუ არა, კონსულტაციების შედეგად დაზუსტდება
ავტორი:
2017/ნოემბერი/12 17:00:01
../photo/2015_02/0-00-1AAAOCT/kobaxidze.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/462510-irakli-kobakhidze-parlaments-mthavrobis-akhali-shemadgenlobisthvis-ndobis-gamockhadeba-moutsevs-thu-ara-konsultaciebis-shedegad-dazustdeba.html", "headline": "ირაკლი კობახიძე - პარლამენტს მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება მოუწევს თუ არა, კო...", "datePublished": "2017-11-12 13:04:53", "dateModified": "2017-11-12 13:04:53", "description": "მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება, სავარაუდოდ, საჭირო გახდება, თუმცა ეს ყველაფერი...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAOCT/kobaxidze.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება, სავარაუდოდ, საჭირო გახდება, თუმცა ეს ყველაფერი დასაზუსტებელია კონსულტაციების შედეგად, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

კობახიძემ განმარტა, რომ ნდობის გამოცხადება იმ შემთხვევაში არის საჭირო, თუ მთავრობა 1/3-ის შემადგენლობით იცვლება.

”ნდობის გამოცხადება დამოკიდებულია კონსულტაციების დასრულებაზე. ზოგადად, თუ მესამედით იცვლება მთავრობის შემადგენლობა, ამ შემთხვევაში საჭიროა პარლამენტმა გამოუცხადოს ნდობა მთავრობის ხელახალ შემადგენლობას. თუ ამ მასშტაბით იქნება ცვლილებები, ამ შემთხვევაში ნდობას გამოუცხადებს პარლამენტი მთავრობას. ამ შემთხვევაში, სავარაუდოდ, ნდობის გამოცხადება საჭირო გახდება, თუმცა ეს ყველაფერი დასაზუსტებელია კონსულტაციების შედეგად”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, ირაკლი კობახიძემ დაადასტურა ინფორმაცია, რომ პერსონალურ ცვლილებებთან ერთად საკადრო ცვლილებების გარდა იქნება ასევე სტრუქტურული ცვლილებები.

”კონსულტაციები გვქონდა და ამას ვადასტურებ. შემიძლია დავადასტურო, რომ იქნება გარკვეული სტრუქტურული და პერსონალური ცვლილებები მთავრობის შემადგენლობაში. უკვე დაანონსებულია პრემიერის ბრიფინგი. მისი პრეროგატივაა ინიციატივების წარდგენა და დეტალებს პრემიერ-მინისტრისგან მოისმენთ”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, კონსულტაციები დღეს გაიმართება.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 648
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია