დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
"ქართული ოცნება" განცხადებას ავრცელებს
ავტორი:
2014/ივნისი/19 21:00:02
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" საბოლოოდ ყალიბდება დესტრუქციულ ძალად, რომელიც პირადი მიზნების მისაღწევად ყველაფერზეა წამსვლელი, - ამის შესახებ ნათქვამია კოალიცია "ქართული ოცნების" განცხადებაში.
"გავრცელებული ინფორმაციით, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერები აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის გადმოტანის მცდელობისთვის საზღვარზე შეაჩერეს.
"ნაციონალური მოძრაობის" მიერ ამ ფაქტის უარყოფის მიუხედავად, აზერბაიჯანში საქართველოს ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე ადასტურებს ბაქოში, საბაჟო ტერმინალზე დეპუტატების მიერ არადეკლარირებული თანხის გადმოტანის მცდელობის ფაქტს, საუბარია მილიონამდე აშშ დოლარზე.
სამწუხაროა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" შავი ფულით და უკანონო მეთოდებით ბრძოლას არ იშლის და არალეგალური გზებით ცდილობს საკუთარი მიზნების მიღწევას. საქართველოს პარლამენტის დეპუტატების ამგვარი ქმედება აზარალებს არა მხოლოდ შიდა პოლიტიკურ პროცესს, არამედ ქვეყნის საერთაშორისო იმიჯსაც.
ფაქტია, "ნაციონალურ მოძრაობას" უჭირს დემოკრატიულ, ჯანსაღ პოლიტიკურ გარემოსთან შეგუება. ვიმედოვნებთ, მომხდარს საზოგადოების მხრიდან ადეკვატური შეაფასება მოჰყვება", - აღნიშნულია კოალიციის მიერ დღეს საღამოს გავრცელებულ განცხადებაში.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1060
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია