დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით სერგეენკო - მეორე ტურში "ქართული ოცნება" ისეთივე დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს, როგორც პირველ ტურში
ავტორი:
2014/ივნისი/19 13:00:03
მეორე ტურის გამართვით პლურალიზმის და დემოკრატიის ერთგვარი პრეცედენტი იქმნება, - ამის შესახებ საქართველოს შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ თვითმმართველობის არჩევნების შეფასებისას დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მინისტრის მოსაზრებით, მეორე ტური აბსოლუტურად ნორმალურია და აჩვენებს, რომ საზოგადოების შეფასებით, კრიტერიუმები სულ უფრო და უფრო იხვეწება. ამასთან, დავით სერგეენკო მიიჩნევს, რომ მეორე ტურში "ქართული ოცნება" ისეთივე დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს, როგორც პირველ ტურში.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ბოლო არჩევნები იყო გამორჩეულად მშვიდი, წყნარი და დემოკრატიული. მისივე თქმით, იყო ერთეული შემთხვევები, რომელზეც ალბათ ცესკო იმსჯელებს და გადაწყვეტილებას მიიღებს.
"თუმცა მთლიანობაში, ჩემი აზრით, ეს იყო ცალსახად მშვიდი, წყნარი, საქმიანი და დემოკრატიული არჩევნები. ამას კიდევ ერთხელ ადასტურებს მეორე ტური. მეორე ტურის არსებობა პრაქტიკულად გამორიცხავს რაიმე სახის მნიშვნელოვან დარღვევას, სხვა შემთხვევაში, მეორე ტური არ იქნებოდა", - განაცხადა დავით სერგეენკომ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1069
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია