დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ასლან აბაშიძის ვაჟი გიორგი აბაშიძე საქართველოში დაბრუნდა
ავტორი:
2014/მარტი/03 18:00:02
საქართველოში ცოტა ხნის წინ ასლან აბაშიძის ვაჟი გიორგი აბაშიძე ჩამოვიდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ აბაშიძეს ჯერჯერობით აეროპორტი არ დაუტოვებია და იგი საბუთებთან დაკავშირებული საკითხების გამო ამ დრომდე აეროპორტშია.
მისი ახლობლების ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც აბაშიძემ კონტროლი გაიარა და აეროპორტიდან გამოვიდა, ტვირთს ელოდებოდა, როდესაც აეროპორტის უშიშროების სამსახურმა ჯერ პასპორტი, შემდეგ კი გაყოლა მოსთხოვა.
ახლობლებისთვის უცნობია, რა პრობლემა შეექმნა გიორგი აბაშიძეს, თუმცა მათი თქმით, დანამდვილებით იციან, რომ მას არანაირი ბრალდება წარდგენილი არ აქვს. ამასთან, ახლობლების ინფორმაციით, აბაშიძე დედის საფლავზე უნდა გასულიყო და საქართველოში ამ მიზნით ჩამოვიდა.
"ინტერპრესნიუსი" შსს-ს დაუკავშირდა, სადაც დაადასტურეს გიორგი აბაშიძის საქართველოში ჩამოსვლა. მათივე თქმით, გიორგი აბაშიძე ძებნილი არ არის და შესაბამისად მისი დაკავება არ განხორციელდება.
1976 წელს დაბადებულმა გიორგი აბაშიძემ საქართველო მამასთან, ასლან აბაშიძესთან ერთად 2004 წელს აჭარაში მომხდარი რევოლუციის შემდეგ დატოვა და მას შემდეგ ის საქართველოში არ დაბრუნებულა.
გიორგი აბაშიძე 4 წლის განმავლობაში, 2000-2004 წლებში ბათუმის მერის თანამდებობაზე მუშაობდა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1270
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია