დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი კოვზანაძე - საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე პარლამენტში განსახილველი საკითხების თითქმის ნახევარი მოდის
ავტორი:
2018/ივნისი/08 19:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAIVN/kovzanadze_22f0a.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/497623-irakli-kovzanadze-safinanso-sabiujeto-komitetze-parlamentshi-gansakhilveli-sakithkhebis-thithqmis-nakhevari-modis.html", "headline": " ირაკლი კოვზანაძე - საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე პარლამენტში განსახილველი საკითხების თითქმის ნახევა...", "datePublished": "2018-06-08 15:31:34", "dateModified": "2018-06-08 15:31:34", "description": "სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის 2018-2020 წლების სტრატეგიისა და სამოქმედო...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAIVN/kovzanadze_22f0a.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის 2018-2020 წლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მოსამზადებლად სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებმა საპარლამენტო კომიტეტის საქმიანობის კუთხით არსებული მდგომარეობა განიხილეს, გამოწვევების იდენტიფიცირება მოახდინეს და მომდევნო სამი წლის სამოქმედო გეგმის ძირითადი მიმართულებები განსაზღვრეს.

გარდა ამისა, ისაუბრეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის საკომუნიკაციო სტრატეგიისა და სპეციფიკური კამპანიების შემუშავებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს საზოგადოებასა და დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობისა და დიალოგის გაუმჯობესებას.

„საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ფუნქციურად პარლამენტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომიტეტია, მასზე განსახილველი საკითხების 50%-მდე მოდის. ჩვენ ზედამხედველობას ვუწევთ საბიუჯეტო და საფინანსო პროცესებს ქვეყანაში, ასევე უმნიშვნელოვანეს სახელმწიფო ინსტიტუტებს - ეროვნულ ბანკს, ფინანსთა სამინისტროს, სახელმწიფო აუდიტისა და დაზღვევის საზედამხედველო სამსახურებს. კომიტეტის საქმიანობის ეფექტიანად წარმართვისთვის მნიშვნელოვანია, რომ სწორად დავსახოთ ჩვენი საქმიანობის პრიორიტეტები და მათი განხორციელების გზები. მით უფრო, თუ გავითვალისიწნებთ, რომ ამას გვავალდებულებს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება და ღია პარლამენტის (OGP) სამოქმედო გეგმა“, - განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ.

შეხვედრაზე საკუთარ ხედვებზე ისაუბრეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრებმა, პაატა კვიჟინაძემ, ბექა ნაცვლიშვილმა, რომან გოცირიძემ, ირაკლი ბერიაიამ და გრიგოლ მიქელაძემ. აქტიური მონაწილეობა მიიღეს კომიტეტის აპარატის თანამშრომლებმა.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის 2018-2020 წლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება აშშ-ის საერთაშორისო სააგენტოს USAID პროექტის - დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის- GGI პროექტის მხარდაჭერით ხორციელდება.
აღნიშნულ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 476
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია