დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სერჟ სარგსიანისა და ქართველი პარლამენტარების შეხვედრა მიმდინარეობს
ავტორი:
2014/ივნისი/18 17:30:02
სასტუმრო "თბილისი მერიოტში" სომხეთის პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანისა და საქართველოს პარლამენტის უმრავლესობისა და უმცირესობის წევრი დეპუტატების შეხვედრა მიმდინარეობს.
შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის გარდა ასევე ესწრებიან საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე, დეპუტატები დავით ბერძენიშვილი, ზვიად ძიძიგური, დავით საგანელიძე და რუსლან პოღოსიანი. შეხვედრაში ასევე მონაწილეობს საქართველოს ელჩი სომხეთში თენგიზ შარმანაშვილი.
სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი საქართველოს ვიზიტით დღეს ეწვია. იგი უკვე შეხვდა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, დღის ბოლოს კი სომხეთის დელეგაცია საიათნოვას იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრება. ხვალ კი სომხეთის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძეს შეხვდება.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1019
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია