დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ჩიქოვანი - ჯონ ქერიმ დაადასტურა, რომ საქართველოს ახალ ხელისუფლებას სტრატეგიულ პარტნიორად განიხილავს
ავტორი:
2014/თებერვალი/26 22:30:02
ჯონ ქერიმ დაადასტურა, რომ საქართველოს ახალ ხელისუფლებას სტრატეგიულ პარტნიორად განიხილავს და მასთან ურთიერთობის გაღრმავებას აპირებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა ამერიკის სახელმწიფო მდივნისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა.
დეპუტატის თქმით, პირველ რიგში აღსანიშნავია ის შეთანხმებები, რაც სტრატეგიული თანამშრომლობის საფუძველზეა მიღწეული. "ქერიმ დაადასტურა, რომ საქართველოს ახალ ხელისუფლებას სტრატეგიულ პარტნიორად განიხილავს და მასთან ურთიერთობის გაღრმავებას აპირებს. ეს პირდაპირ მიანიშნებს იმას, რომ ჩვენი ხელისუფლების მიერ განხორციელებული საქმეები მოწონებას იმსახურებს, ჩვენ სწორ გზას ვადგავართ და ეს ოფიციალურ და უმაღლეს დონეზე იქნა აღიარებული", - განაცხადა ჩიქოვანმა.
რაც შეეხება ქერის საქართველოში ვიზიტს, ირაკლი ჩიქოვანის თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ადრეც თქვა, რომ ამ ვიზიტის მომზადება მიმდინარეობდა, ახლა კი თარიღიც დაზუსტდა. "ქერი საარჩევნო გარემოსაც გაეცნობა და კიდევ ერთხელ დაადასტურებს ამერიკის სრულ მხარდაჭერას საქართველოსადმი. ქერიმ პირდაპირ მოუწოდა რუსეთს, რომ 2008 წელს აღებული ვალდებულებები შეასრულოს და ქვეყნის ოკუპაცია შეწყვიტოს. ამით მან პირდაპირ მიანიშნა, რომ ამერიკა აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და არასდროს შეეგუება ოკუპაციას. შეხვედრის ბოლოს ითქვა ისიც, რომ ამერიკა ევროკავშირს მოუწოდებს, საქართველოს ინტეგრაციის პროცესი დააჩქაროს, ხოლო ნატოში ჩვენთვის მაპ-ის მინიჭების საკითხი სერიოზულად განიხილება. პირადად მე ბოლო წლებში ქართული დელეგაციის ასეთ წარმატებულ ვიზიტს ვერ ვიხსენებ", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1043
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია