დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
მაია ფანჯიკიძე შვედეთის ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ მიღებას დაესწრო
ავტორი:
2014/ივნისი/18 16:00:02
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შვედეთის ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ მიღებას დაესწრო.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
მაია ფანჯიკიძემ ხაზი გაუსვა შვედეთსა და საქართველოს შორის სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის დინამიკას.
მინისტრმა შვედეთის ელჩს დიანა იანსეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხდა და მას საქართველოში საქმიანობის დასრულების აღსანიშნად სპეციალურად დამზადებული სამახსოვო მინის დაფა გადასცა.
მიღებაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა ელჩს შვედეთის ეროვნული დროშის ფერებში გაფორმებული თაიგულიც უსახსოვრა.
შვედეთის ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ მიღებას საქართველოს მთავრობის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1042
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია