დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ვიქტორ დოლიძე როტერდამში ლიბერალთა საერთაშორისო კონგრესში მიიღებს მონაწილეობას
ავტორი:
2014/აპრილი/24 13:30:02
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე გაერთიანებული სამეფოს "ლიბერალ-დემოკრატების" მიერ ორგანიზებულ ლიბერალთა საერთაშორისო კონგრესში მიიღებს მონაწილეობას.
საერთაშორისო კონგრესი 24-27 აპრილს როტერდამში, ნიდერლანდების სამეფოში გაიმართება.
კონგრესის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი რანგის შეხვედრები ისლანდიისა და ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრებთან, ასევე ბრიტანეთის, დანიისა და გერმანიის მაღალი რანგის ოფიციალურ პირებთან.
აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნებიდან, საქართველოსთან ერთად, კონგრესში მონაწილეობას მიიღებს მოლდოვას დელეგაცია, რომელიც ლიბერალური და ლიბერალ-რეფორმისტთა პარტიების წარმომადგენლებისგან შედგება.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან დეპუტატები - ნინო გოგუაძე, ლევან ბერძენიშვილი და "რესპუბლიკური პარტიის" წევრები - ხათუნა სამნიძე და გიორგი მასალკინი.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1042
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია