დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
პარლამენტი პლენარულ სხდომებს მომავალ კვირას აღარ გაანახლებს
ავტორი:
2014/ივნისი/18 14:30:02
არჩევნების მეორე ტურის გამო, პარლამენტი პლენარულ სხდომებს მომავალ კვირას აღარ გაანახლებს. უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო მუშაობას იმ რეჟიმში განაგრძობს, რა რეჟიმშიც 15 ივნისის არჩევნებამდე მუშაობდა. ივლისში კი რიგგარეშე პლენარული სხდომები გაიმართება. ამის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი.
15 ივნისის არჩევნებამდე პარლამენტს საპარლამენტო სხდომები შეჯერებული ჰქონდა. ეს რეგლამენტის გათვალისწინებით მოხდა, რომლის მიხედვითაც, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, როგორც წესი, პარლამენტი არ მუშაობს.
"15 ივნისის არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, კონსულტაციები მქონდა პარლამენტში არსებულ პოლიტიკურ ჯგუფებთან – უმრავლესობაში შემავალ ფრაქციებთან და უმცირესობასთან. საერთო პოზიცია არის, რომ რაკი ბევრ რაიონსა და ქალაქში მეორე ტური ტარდება, ხოლო იქ, სადაც მეორე ტური იმართება, არის ამომრჩეველთა ნახევარზე მეტი, ამიტომ პარლამენტის პლენარული სხდომები კვლავ შეჩერდება. პარლამენტი მუშაობას იმ რეჟიმში გააგრძელებს, რა რეჟიმშიც იყო 15 ივნისამდე. მომავალი კვირის განმავლობაში პლენარული სხდომები არ გაიმართება, ხოლო ივლისში რიგგარეშე სხოდმების რეჟიმში დავუბრუნდებით ყველა იმ საკითხს რაც არის წარმოებაში", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე.
ამასთან, პარლამენტი ბიუროსა და საკომიტეტოს სხდომების დონეზე გააგრძელებს მუშაობას.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1091
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია