დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
დავით უსუფაშვილი - "რესპუბლიკური პარტიის" მომავალი ჩვენ წარმოგვიდგენია თვისობრივად ახალ კოალიციებში
ავტორი:
2014/დეკემბერი/07 19:00:02
"რესპუბლიკური პარტიის" მომავალი ჩვენ წარმოგვიდგენია ასევე კოალიციებში, მაგრამ თვისობრივად ახალ კოალიციებში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა "რესპუბლიკური პარტიის" დღევანდელი კონფერენციის შეჯამებისას განაცხადა და "რესპუბლიკური პარტიის" დღის წესრიგზე ისაუბრა.
"ქვეყანაში დადგა ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იმისათვის, რომ გავიმარჯვოთ საბოლოო ბრძოლაში ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის და მისი ევროპული ინტეგრაციისთვის. ჩვენ გვაქვს პატივი და პასუხისმგებლობა, რომ გავუმკლავდეთ იმ ამოცანებს, რაც არის ქვეყნის გარშემო, იმ საფრთხეებს, რაც ქვეყანას ემუქრება და დავიმკვიდროთ ადგილი ევროპაში. მეორე – არის ყველა პირობა იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანაში დამკვიდრდეს დემოკრატიული ინსტიტუტების მმართველობა და დასრულდეს დემოკრატი თუ ნაკლებად დემოკრატი ლიდერების მმართველობა. მესამე – შევთანხმდით იმაზე, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მთავარი მოთამაშე უნდა იყოს საქართველოს ძლიერი მოქალაქე და მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტონ ქვეყნის ბედი. არ უნდა მოხდეს ისე, რომ არჩევნებში წარმატება ან წარუმატებლობა დამოკიდებული იყოს ძლიერ ლიდერებზე, ადმინისტრაციულ რესურსზე, ფულზე, გარე ფაქტორებზე, სხვა ქვეყნებზე და ა.შ. ამისთვის, მოქალაქე რომ ძლიერი იყოს, ჩვენ დარჩენილ ორ წელიწადში, ჩვენს კოალიციელ პარტნიორებთან ერთად, კოალიცია "ქართულ ოცნებაში" ჩვენს თანამებრძოლებთან ერთად, უნდა დავასრულოთ იმ საკითხების მოგვარება, რასაც დავპირდით ქართველ ხალხს", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, ამ თვალსაზრისით, "რესპუბლიკური პარტია" ჰპირდება თავის პარტნიორებს, რომ იქნება უფრო ენერგიული, უფრო მეტად მშრომელი და უფრო პრინციპული და ყველა პარტნიორისგან ამასვე ელის.
"ჩვენ გვექნება ძალიან კონკრეტული ინიციატივები კოალიციის ფარგლებში, მაგრამ ამავდროულად, ჩვენ ვართ პოლიტიკური პარტია და ვიყურებით მომავლისკენ, ამიტომ მომავალი ჩვენ წარმოგვიდგენია ასევე კოალიციებში, მაგრამ თვისობრივად ახალ კოალიციებში, ისეთ კოალიციებში, როგორიც დამკვიდრებულია ევროპაში, ანუ იქ, სადაც კოალიციური შეთანხმება არის განმსაზღვრელი და საზოგადოებისთვის ცნობილია, რატომ არის ესა თუ ის პარტია ამა თუ იმ გაერთიანებაში და როგორ იზომება ჩვენი შედეგების ხარისხი. ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ "რესპუბლიკურ პარტიას" აქვს ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ამოცანა – ლიბერალური იდეების კიდევ უფრო გავრცელება ჩვენს ქვეყანაში, თავისუფლების იდეის გავრცელება, იმიტომ რომ, ის ბოლომდე თავისუფალი საქართველო, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე ვიხილავთ, თავისუფალი მოქალაქეებით დასახლებული უნდა იყოს", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 909
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია