დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე „Agile Spirit 2014“-ის ფარგლებში სიტუაციური სწავლება დასრულდა 
ავტორი:
2014/ივნისი/18 08:30:02
ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და აშშ-ს საზღვაო ქვეითების ერთობლივი სამხედრო წვრთნების „Agile Spirit 2014“-ის ფარგლებში სიტუაციური სწავლება დასრულდა. 4 დღის განმავლობაში ქართველმა და ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურეებმა თეორიული და პრაქტიკული კურსი გაიარეს. პრაქტიკული სწავლების დროს პირადმა შემადგენლობამ ხელნაკეთი ასაფეთქებელი ნივთიერებების (IED) ტიპები შეისწავლა და აღმოჩენის შემთხვევაში მასზე რეაგირების წესებს გაეცნო. ქართველი და ამერიკელი ჯარისკაცებისგან შემდგარმა შერეულმა ასეულმა უსაფრთხოდ პატრულების თავისებურებები და მობილური გამშვები პუნქტების მოწყობაც შეისწავლა. გარდა ამისა, განხორციელდა ჩხრეკა-კორდონის ოპერაციაც, რომელიც განსაზღვრული ტერიტორიის იზოლირებას, პერსონალის, ავტოტექნიკისა და შენობების ჩხრეკას მოიცავდა.
წყარო: info9.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1268
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია