დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გულიკო ზუმბაძე საკრებულოს თანამდებობის პირებისთვის პრემიების დარიცხვას მიზანშეუწონლად მიიჩნევს
ავტორი:
2014/ივნისი/19 15:30:02
საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი გულიკო ზუმბაძე საკრებულოში მაღალი თანამდებობის პირებისთვის პრემიების დარიცხვას მიზანშეუწონლად მიიჩნევს.
როგორც გულიკო ზუმბაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, საკმაოდ დიდი პრემიების გაცემა მოხდა.
"ბუნებრივია, საკმაოდ დიდი ციფრებია. ჩემი მოსაზრება იცოდნენ ჩემმა კოლეგებმა, მიზანშეუწონლად მივიჩნევ ამ გადაწყვეტილებას. ახალი მოწვევის საკრებულო სულ მალე შეიკრიბება და ასეთი გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული, რომლის მიმართაც მოსახლეობას ექნება სერიოზული კითხვები. როგორც ვიცი, მთავრობა არეგულირებს ამ თემებს, შესაბამისად, ეს გავრცელდება თვითმმართველობებზე და სულ მალე საკრებულოში არსებულ ვითარებას წერტილი დაესმევა", - აღნიშნა გულიკო ზუმბაძემ.
მისივე განცხადებით, პრემიები მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირებსა და აპარატის თანამშრომლებს დაერიცხათ, რიგით დეპუტატებზე პრემიები არ დარიცხულა. მისივე განმარტებით, პრემია არ მიუღია, რადგან იგი ჩვეულებრივი დეპუტატია.
"მე არ გახლავართ თანამდებობის პირი და შესაბამისად, არ ჩამერიცხა პრემია. როდესაც თანამდებობის პირი ვიყავი, მერიცხებოდა ხოლმე პრემიები, თუმცა ამხელა პრემია არასდროს ყოფილა", - განაცხადა გულიკო ზუმბაძემ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1014
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია