დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
გიორგი მარგველაშვილი ხვალ სომეხ კოლეგას უმასპინძლებს
ავტორი:
2014/ივნისი/17 19:30:01
საქართველოს ხვალ, ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი ეწვევა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება, რის შემდეგაც გიორგი მარგველაშვილი სომეხ კოლეგას პირისპირ და გაფართოებული შემადგენლობით შეხვდება. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ორი ქვეყნის ლიდერები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
მოგვიანებით სერჟ სარგსიანი გიორგი მარგველაშვილთან ერთად რუსთაველის თეატრში საიათნოვას დაბადებიდან 300 წლისთავისადმი მიძღვნილ გალა-კონცერტსაც დაესწრება.
ვიზიტის ფარგლებში სომხეთის პრეზიდენტი გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს.
სომხეთის პრეზიდენტი შეხვედრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთანაც გამართავს.
სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ერთად დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან სომხეთის საგარეო საქმეთა, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების, კულტურის და დიასპორის მინისტრები, ასევე სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების ვიცე-პრეზიდენტი და საკანონმდებლო ორგანოს სხვა წარმომადგენლები.
სერჟ სარგსიანი საქართველოდან სომხურ დელეგაციასთან ერთად 19 ივნისს გაემგზავრება.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1109
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია