დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
საქართველო უკრაინის ახალ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს
ავტორი:
2014/თებერვალი/28 09:30:03
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის ახალი მთავრობის დამტკიცებას მიესალმება და უკრაინის ახალ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს.
უკრაინის ახალი მთავრობის დამტკიცებასთან დაკავშირებით ოფიციალური თბილისი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
"ქვეყანაში მიმდინარე რთული პროცესების ნორმალიზების საქმეში ახალ მთავრობას განსაკუთრებული მნიშვნელობა და პასუხისმებლობა ეკისრება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედოვნებს, რომ ახალი ხელისუფლება გადადგამს ქმედით ნაბიჯებს, რათა გაამართლოს უკრაინელი ხალხის მოლოდინი, დაძლიოს კრიზისი, უზრუნველყოს ქვეყნის ერთიანობა, ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი, კანონის უზენაესობა, საპრეზიდენტო არჩევნების დემოკრატიულად განხორციელება, პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობა და წინსვლა, რაც, თავის მხრივ, გადამწყვეტ როლს ითამაშებს დიდ ევროპულ ოჯახში უკრაინის ღირსეული ადგილის დასამკვიდრებლად.
საგარეო საქმეთა სამინისტრო, კიდევ ერთხელ, გამოხატავს სოლიდარობას უკრაინელი ხალხის მიმართ, წარმატებას უსურვებს ახალ მთავრობას, ქვეყნის ისტორიის განვითარების ამ მეტად მნიშვნელოვან ეტაპზე. ამასთან, მთავრობის სახელით, მზადყოფნას გამოთქვამს, ითანამშრომლოს უკრაინის ახალ ხელისუფლებასთან და მათი სურვილის შემთხვევაში, გაუზიაროს სახელმწიფოს აღმშენებლობის პროცესში დაგროვილი გამოცდილება", – ნათქვამია განცხადებაში.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1047
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია