დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ნოდარ ხადური - საშემოსავლო გადასახადი გაზრდილია და შესაბამისად ხელფასი გაზრდილი უნდა იყოს
ავტორი:
2014/ივნისი/17 13:30:03
საშემოსავლო გადასახადი გაზრდილია და შესაბამისად გაზრდილი უნდა იყოს ხელფასი, - ასე ეხმაურება ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც I კვარტალში საშუალო ხელფასის ოდენობა 13,3%-ით შემცირდა.
როგორც ხადურმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, ის აუცილებლად მოიკითხავს საქსტატში იმას თუ რა მონაცემებს ეყრდნობოდა აღნიშნული მაჩვენებელი.
"მოვიკითხავ სტატისტიკის ეროვნულ დეპარტამენტში რა მასალებს ეყრდნობოდა ეს მაჩვენებელი. მინდა გითხრათ, რომ საშემოსავლო გადასახდი ქვეყნაში გაზრდილია, ეს კი პირდაპირ დამოკიდებულია ხელფასების რაოდენობაზე. შესაბამისად თუ გაზრდილია საშემოსავლო გადასახადი გაზრდილი უნდა იყოს ხელფასი. პირობას გაძლევთ დავაზუსტებ", - აღნიშნა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებთან საუბარში.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1170
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია