დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ფინანსთა მინისტრი მომავალ კვირას, შესაძლოა, პარლამენტში უმრავლესობისა და ოპოზიციის დეპუტატებს შეხვდეს
ავტორი:
2018/აპრილი/16 09:00:03
../photo/2015_02/0-00-1AAADEC/baxtadzemamuka3.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/488166-finanstha-ministri-momaval-kviras-shesadzloa-parlamentshi-umravlesobisa-da-opoziciis-deputatebs-shekhvdes.html", "headline": "ფინანსთა მინისტრი მომავალ კვირას, შესაძლოა, პარლამენტში უმრავლესობისა და ოპოზიციის დეპუტატებს შეხვდე...", "datePublished": "2018-04-16 04:25:43", "dateModified": "2018-04-16 04:25:43", "description": "საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე მიმდინარე კვირას, შესაძლოა, პარლამენტში უმრავლესობისა დ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAADEC/baxtadzemamuka3.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე მიმდინარე კვირას, შესაძლოა, პარლამენტში უმრავლესობისა და ოპოზიციის დეპუტატებს შეხვდეს, - ამის შესახებ ბახტაძემ „იმედის კვირაში“ განაცხადა. მისივე თქმით, ბახტაძე პარლამენტში შეხვედრებისას დაგეგმილი ინიციატივებისა და რეფორმების შესახებ ისაუბრებს.

„მინდა, შემდეგ კვირას მივიდე პარლამენტში, შევხვდე როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენლებს, ასევე ოპოზიციას და კიდევ ერთხელ მივაწოდო ინფორმაცია იმ ინიციატივების შესახებ, რომელიც უკვე დაანონსებულია, ამავე დროს ვისაუბრო იმ რეფორმებზე, რომლის გატარებასაც ვაპირებ. მოვისმინო მათგან შეკითხვები, გავცე ამ შეკითხვებს პასუხები, სადაც დარწმუნებული ვარ, კიდევ ერთხელ გამოჩნდება, ვინ არის საქართველოში სიღარიბის დამარცხების და ახალი, სამართლიანი თამაშის წესების დამკვიდრების მომხრე და ვინ არის ამ ყველაფრის საპირისპიროს მთავარი ლობისტი“, - განაცხადა ბახტაძემ.

რაც შეეხება დასმულ შეკითხვას მმართველ გუნდში სავარაუდო დაპირისპირების შესახებ, ბახტაძემ ასე უპასუხა: „გულწრფელად ვფიქრობ, რომ ასეთი სახის იაფფასიანი ამბები ნამდვილად არ არის ყველაზე საინტერესო მაყურებლისთვის. რაც შეეხება აზრთა სხვადასხვაობას და დისკუსიას, ეს არის ჯანსაღი დემოკრატიული პროცესი და სწორედ ასეთი დემოკრატიისკენ მიისწრაფვის ჩვენი საზოგადოება“.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 606
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია