დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ამირან გიგუაშვილი - მეორე ტურის პრინციპი იქნება: ყველა მინუს "ნაციონალური მოძრაობა"
ავტორი:
2014/ივნისი/17 11:30:10
პოლიტიკის და სამართლის ცენტრის თავმჯდომარის, ამირან გიგუაშვილის შეფასებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში მმართველი კოალიცია გაიმარჯვებს. მისი განცხადებით, ძნელი წარმოსადგენია, რომ გაერთიანებული ოპოზიციის, კუკავას ან "პატრიოტთა ალიანსის" ელექტორატი წავა და არჩევნებზე ხუთ ნომერს შემოხაზავს.
"გარდა ამისა ის ამომრჩეველიც, რომელიც პროტესტის ნიშნად საერთოდ არ მივიდა საარჩევნო უბანზე, უმეტეს შემთხვევაში "ნაციონალური მოძრაობის" დაბრუნების შიშით წავა და თუნდაც მისთვის უკვე გახუნებულ, მაგრამ მაინც ახლობელ 41 ნომერს შემოხაზავს. ასე, რომ ვფიქრობ თუ რამე სასწაული არ მოხდა, წინასწარი პროგნოზების გაკეთება შესაძლებელია, რადგან ამ თამაშის წესები თავიდანვე ისედაც ნათელი იყო: ყველა მინუს "ნაციონალური მოძრაობა", - აცხადებს გიგუაშვილი.
მისივე შეფასებით, მმართველმა კოალიციამ უნდა კარგად გაანალიზოს არსებული შედეგები და მიიღოს ის გამაფრთხილებელი გზავნილი, რაც მას ქართველმა ხალხმა გაუგზავნა.
"საზოგადოების უკმაყოფლება უპირველეს ყოვლისა, სოციალურ უთანასწორობას, უსინდისოდ მაღალ პრემიებს, ადგილებზე არსებულ საკადრო პოლიტიკას და სანახაობად ქცეულ სამართლიანობის აღდგენას უკავშირდება", - აცხადებს ამირან გიგუაშვილი



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1004
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია