დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ირაკლი კობახიძე - ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელ საგამოძიებო კომისიაში „ევროპული საქართველო“ უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი
ავტორი:
2018/ივნისი/04 14:30:01
../photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/kobaxidze6.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/496836-irakli-kobakhidze-khoravas-quchaze-momkhdari-mkvlelobis-saqmis-shemstsavlel-sagamodziebo-komisiashi-evropuli-saqarthvelo-umravlesobith-iqneba-tsarmodgenili.html", "headline": "ირაკლი კობახიძე - ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელ საგამოძიებო კომისიაში „ევროპუ...", "datePublished": "2018-06-04 10:46:36", "dateModified": "2018-06-04 10:46:36", "description": "პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში „ევროპული საქართველო“ უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი – ო...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAAAAPR/kobaxidze6.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში „ევროპული საქართველო“ უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი – ოპოზიციისთვის პრინციპული საკითხი იყო, რომ კომისიაში მათ გადამწყვეტი გავლენა ჰქონოდათ და ჩვენ ამაზე შევთანხმდით, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმცირესობასთან კონსულტაციების დასრულების შემდეგ განაცხადა.

კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისია ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის საქმესთან დაკავშირებულ ყველა დეტალს შეისწავლის. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქმე ბავშვების მკვლელობას ეხება და დაუშვებელია ამ საქმეზე რაიმე პოლიტიკურ სპეკულაციებს ჰქონდეს ადგილი.

„პარლამენტის კომისიის შემადგენლობაში უმცირესობა უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი. უმცირესობას ეყოლება 9 წევრი და უმცირესობის წარმომადგენელი იქნება კომისიის თავმჯდომარე. კომისიაში წევრი და თავისი კვოტა ექნება ასევე ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებს“. ჩვენი მიზანია, რომ ამ ძალიან მძიმე დანაშაულს ნათელი მოეფინოს და ყველა დეტალი გახდეს გაცხადებული. იმედი მაქვს, რომ ყველა სუბიექტი, ვინც კომისიაში იქნება, სწორედ ამ სულისკვეთებით იმოქმედებს. ამ შემთხვევაში პარლამენტის საგამოძიებო კომისია აუცილებლად მიაღწევს შედეგს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 464
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია