დაისვენე კურორტ ახალდაბაში
არჩილ თალაკვაძე - საპარლამენტო უმრავლესობისთვის ეს არის სტრეს-ტესტი, რომელსაც „ქართული ოცნების“ გაძლიერებისთვის გამოვიყენებთ
ავტორი:
2018/აპრილი/16 09:00:02
../photo/2015_02/0-00-1ATEB-2017/talakvadze10.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/488165-archil-thalakvadze-saparlamento-umravlesobisthvis-es-aris-stres-testi-romelsac-qarthuli-ocnebis-gadzlierebisthvis-gamoviyenebth.html", "headline": "არჩილ თალაკვაძე - საპარლამენტო უმრავლესობისთვის ეს არის სტრეს-ტესტი, რომელსაც „ქართული ოცნების“ გაძლ...", "datePublished": "2018-04-16 04:30:29", "dateModified": "2018-04-16 04:30:29", "description": "საპარლამენტო უმრავლესობისთვის ეს არის სტრეს-ტესტი, რომელსაც „ქართული ოცნების“ გაძლიერებისთვის გამოვი...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1ATEB-2017/talakvadze10.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } საპარლამენტო უმრავლესობისთვის ეს არის სტრეს-ტესტი, რომელსაც „ქართული ოცნების“ გაძლიერებისთვის გამოვიყენებთ, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ მმართველ გუნდში არსებულ დაპირისპირებაზე გავრცელებული ინფორმაციების კომენტირებისას განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, ცალკეული დეპუტატების მხრიდან გაკეთებულ საჯარო განცხადებებთან დაკავშირებით გაიმართა შიდა კონსულტაციები, რა პროცესიც გაგრძელდება, ხოლო უახლოეს პერიოდში უმრავლესობის სხდომა ჩატარდება, სადაც შედგება მსჯელობა ფრაქციებისა და უმრავლესობის დებულებებში შესატან ცვლილებებზე.

„ქვეყნისთვის მნიშვნელოვან არც ერთ სტრატეგიულ საკითხზე უმრავლესობაში უთანხმოება არ არსებობს. ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ჩვენ გვაქვს ერთიანი კონსოლიდირებული პოზიცია. რაც შეეხება იმ საჯარო განცხადებებს, რომელიც ბოლო 2 კვირის განმავლობაში უმრავლესობის რამდენიმე წევრმა გააკეთა, რა თქმა უნდა ამ საკითხებზე ჩვენ დაწყებული გვაქვს შიდა პარტიული კონსულტაციები. აღნიშნული საკითხები საზოგადოებისთვის ნამდვილად არ არის მნიშვნელოვანი და პარტიული კონსულტაციების გზით გადავჭრით უმოკლეს დროში. ეს არის სტრეს–ტესტი უმრავლესობისთვის, რომელსაც „ქართული ოცნების“ გაძლიერებისთვის გამოვიყენებთ. გაკეთებულ განცხადებებზე დაწყებულია შიდა კონსულტაციები, ჩატარდება შიდა პარტიული კონსულტაცია. რაც შეეხება უმრავლესობის სხდომას, ვიმსჯელებთ რა საჭიროებები გვაქვს და რა შეიძლება შეიცვალოს ფრაქციების ან უმრავლესობის დებულებებში. ეს არის უახლოესი 10 დღის პერიოდის საკითხი“, – განუცხადა ჟურნალისტებს არჩილ თალაკვაძემ.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 502
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია