დაისვენე კურორტ ახალდაბაში
მაია ფანჯიკიძე და ალექსი პეტრიაშვილი დიპლომატებს ხვდებიან
ავტორი:
2014/ივნისი/16 17:00:02
საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი დიპლომატებს თვითმმართველობის არჩევნების შესახებ ესაუბრებიან.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს მაია ფანჯიკიძემ განუცხადა, ის და ალექსი პეტრიაშვილი ელჩებს გუშინდელი არჩევნების დღის მიმართ საკუთარ დამოკიდებულებას და შეფასებას გააცნობენ.
"ზოგიერთი ელჩი დამკვირვებლის სტატუსით ესწრებოდა ზოგიერთ საარჩევნო უბანზე არჩევნებს და მინდა, რომ მათაც ვკითხოთ, რა შთაბეჭდილებები აქვთ გუშინდელი დღის შემდეგ", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა კი აღნიშნა, რომ პირველ რიგში, დიპლომატებს გააცნობენ იმ შედეგებს, რასაც საქართველომ მიაღწია. პეტრიაშვილი მიიჩნევს, რომ ეს არჩევნები არის ერთი ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი ევროპაში ინტეგრაციისკენ, დემოკრატიის დამკვიდრებისა და განმტკიცებისკენ.
"საქართველოს ხელისუფლებამ დაამტკიცა, რომ ის არის პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნების ჩატარება. გვაინტერესებს მათი შეფასებები, რა ინფორმაცია აქვთ საკუთარი დედაქალაქებიდან. მე დარწმუნებული ვარ, მათი მხრიდანაც პოზიტიური შეფასება იქნება", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1017
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია