დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
კახა კალაძე - ძალიან მალე საზოგადოებას გავაცნობთ, თუ ვინ იქნებიან ჩემი თანაგუნდელები მერიაში
ავტორი:
2017/ოქტომბერი/22 15:30:02
../photo/2015_02/0-00-1AAAOCT/kaladze8.jpg { "@context": "http://schema.org", "@type": "NewsArticle", "mainEntityOfPage": "http://www.interpressnews.ge/ge/politika/459205-kakha-kaladze-dzalian-male-sazogadoebas-gavacnobth-thu-vin-iqnebian-chemi-thanagundelebi-meriashi.html", "headline": "კახა კალაძე - ძალიან მალე საზოგადოებას გავაცნობთ, თუ ვინ იქნებიან ჩემი თანაგუნდელები მერიაში", "datePublished": "2017-10-22 11:12:16", "dateModified": "2017-10-22 11:12:16", "description": "ძალიან მალე ჩვენ საზოგადოებას გავაცნობთ, თუ ვინ იქნებიან ჩემი თანაგუნდელები მერიაში, - ამის შესახებ ...", "author": { "@type": "Person", "name": "Maka Chaganava" }, "publisher": { "@type": "Organization", "name": "IPN", "logo": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "width": 194 } }, "image": { "@type": "ImageObject", "url": "http://www.interpressnews.ge/photo/2015_02/0-00-1AAAOCT/kaladze8.jpg", "height": 470, "width": 246 } } { "@context":"http://schema.org", "@type":"Organization", "name":"IPN", "logo":"http://www.interpressnews.ge/ge/images/logo_new.png", "url":"http://www.interpressnews.ge/ge/", "sameAs": [ "https://www.facebook.com/ipnge" ] } ძალიან მალე ჩვენ საზოგადოებას გავაცნობთ, თუ ვინ იქნებიან ჩემი თანაგუნდელები მერიაში, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კითხვაზე, რა იქნება მისი პირველი გადაწყვეტილება, კახა კალაძის განცხადებით, რამდენიმე ქალაქში მეორე ტური იმართება, შესაბამისად, უნდა დაველოდოთ არჩევნებს.

"რაც შეეხება ჩვენს კონკრეტულ პროექტებს, ძალიან მალე ჩვენ საზოგადოებას გავაცნობთ, თუ ვინ იქნებიან ჩემი თანაგუნდელები მერიაში, ვინც მუშაობას გააგრძელებენ. ამას ყველაფერს წარმოგიდგენთ, გაგაცნობთ და ასევე ვისაუბრებთ იმ კონკრეტულ პროექტებზე, რომლის განხორციელებას პირველივე დღიდან დავიწყებთ", - განაცხადა კალაძემ.

მან ასევე მედიის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა.

"სწორედ თქვენი მეშვეობით ხდებოდა იმ ინფორმაციის მოწოდება საზოგადოებისთვის, თუ რა კონკრეტული პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ ჩვენ მომდევნო 4 წლის განმავლობაში", - მიმართა კალაძემ ჟურნალისტებს.
თემა: თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2017
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 630
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია