დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
ირაკლი ღარიბაშვილი - მეორე ტურში ამომრჩეველს მოტივაცია გაეზრდება
ავტორი:
2014/ივნისი/16 12:30:03
დარწმუნებული ვარ, რომ მეორე ტურში ხალხს მოტივაცია გაეზრდება და კიდევც ერთხელ დააფიქსირებს საკუთარ არჩევანს , – ამის შესახებ პრემიერ-მინისტმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მან გუშინდელი არჩევნები შეაჯამა და აღნიშნა, რომ ის იყო ისტორიული დღე საქართველოსთვის.
"ეს იყო ისტორიული დღე ჩვენი სახელმწიფოსთვის, მოსახლეობისთვის. სიამაყით მინდა განვაცხადო, რომ ჩატარდა დემოკრატიული, სამართლიანი არჩევნები, რომელშიც მონაწილეობდა 16 ათასი კანდიდატი, ხალხს მიეცა საშუალება აერჩია 2 ათასი კანდიდატი, დემოკრატიული, გამჭვირვალე არჩევნებით. თითოეული ამომრჩევლის ნება დაფიქსირდა, გამართულად დამოუკიდებლობად მუშაობდა საარჩევნო ადმინისტრაცია და ხელისუფლება არ ჩარეულა არაფერში. მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც მონაწილეობა მიიღო არჩევნებში, პირველ რიგში ამომრჩეველს, საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელს, მადლობა, კანდიდატებს, დამკვირვებლებს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა კოალიციის სახელით გამარჯვებულ კანდიდატებს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
"ჩვენ ვლიდერობთ ყველა ოლქში, ყველა ქალაქსა და სოფელში, ჩვენ დავამტკიცეთ, რომ "ქართული ოცნება" არის ერთადერთი უალტერნატივო ძალა, რომელსაც შეუძლია ქვეყნის მართვა. ჩვენ შევიმუშავეთ პირველად თვითმმართველობის ახალი კოდექსი და შემოვიღეთ 50%-იანი ბარიერი, გაცნობიერებული გვქონდა, რომ აღნიშნული ბარიერის შემოღებით იქნებოდა ალბათობა, რომ მეორე ტური გამართულიყო. ჩვენ შეგნებულად წავედით ამ ექსპერიმენტზე. ჩვენი ამოცანა იყო, რომ ხალხი შეეჩვიოს დემოკრატიულ არჩევნებს და მათ რეალურად აირჩიონ მათთვის სასურველი კანდიდატები", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის განცხადებით, შესაძლებელია, რომ რამდენიმე ოლქში გაიმართოს არჩევნების მეორე ტური.
"მესმის, რომ რამდენიმე ოლქში შეიძლება გაიმართოს მეორე ტური, ეს დაკავშირებულია ხარჯებთან, მაგრამ ჩვენ გაცილებით მეტი სარგებლის მიღება შეგვიძლია ამ პრეცედენტის დაშვებით. ეს იქნება სიკეთის მომტანი ჩვენი ქვეყნისთვის. ეს ხარჯი არის გამართლებული. საამაყოა, რომ ეს პრეცედენტი ვერ დაუშვა ვერც ერთმა ხელისუფლებამ. ეს დავამკვიდრეთ ჩვენ. თბილისში იყო 30% -იანი ბარიერი, ჩვენ რევოლუციური თვითმმართველობის არჩევნები ჩავატარეთ, ჩვენ განვაცხადეთ, რომ ხალხს უნდა გადაეწყვიტა ვის აირჩევდა ის, მისთვის სასურველ ქალაქში და სოფელში და რაც მთავარაი, ჩვენი მხრიდან გამორიცხული იყო ძალდატანება და იძულება. დარწმუნებული ვარ, რომ მეორე ტურში ამომრჩეველს გაეზრდება მოტივაცია და კიდევ ერთხელ დააფიქსიროს საკუთარი არჩევანი", - აღნიშნა პრემიერმა.
მისივე თქმით, არჩევნებით გამოჩნდა, რომ ხალხი ენდობა ღირსეულ კანდიდატებს.


წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 941
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია