დაისვენე კურორტ ახალდაბაში
თბილისის მერია უკრაინაში ექიმების გამგზავრებას დააფინანსებს
ავტორი:
2014/თებერვალი/21 20:00:03
თბილისის მერია უკრაინაში დაზარალებული მოქალაქეების დახმარების მიზნით, ექიმების გამგზავრებას დააფინანსებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" მერიიდან აცნობეს, ეს გადაწყვეტილება დღეს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მიიღეს. მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული თხოვნით ექიმებმა თბილისის მერიას დღეს მიმართეს.
მანამდე კი ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ საქართველო მზად არის უკრაინას სამედიცინო-ჰუმანიტარული დახმარება გაუწიოს. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე უკრაინელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა. სერგეენკომ უკრაინის ჯანდაცვის მინისტრს დახმარება შესთავაზა და მზადყოფნა გამოთქვა, რომ საჭიროების შემთხვევაში დაეხმაროს იმ მიმართულებით, სადაც ქვეყანას კრიზისი აქვს.
"მან მადლობა გამოთქვა მხარდაჭერისთვის და შევთანხმდით სამოქმედო გეგმაზე. მისი ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით რაიმე კრიზისული მიმართულება მედიკამენტების ან ადამიანური რესურსების მხრივ არ იკვეთება. მიუხედავად მიმდინარე პროცესებისა, მან გამოთქვა იმედი, რომ დღეიდან მოხდება სიტუაციის დეესკალაცია, რადგან უკვე გადაწყვეტილებაა მიღებული ვადამდელ არჩევნებზე. ჩვენ შევთანხმდით, რომ ჰუმანიტარულ-სამედიცინო დახმარება იყოს უფრო ორგანიზებული და მათაც გამოკვეთონ კრიზისული წერტილები", - განაცხადა დავით სერგეენკომ.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის თქმით, იგი მოადგილესთან ერთად უკვე შეხვდა ექიმთა ჯგუფს და დახმარებისთვის ნებისმიერ მომენტში, როდესაც უკრაინა ამის საჭიროებას გამოთქვამს, ქართული მხარე მზად არის. "როდესაც დაზუსტდება ის მიმართულება, სადაც უკრაინა დახმარებას საჭიროებს, ჩვენ მყისიერად მზად ვართ ამისთვის, მათ შორის პაციენტების ტრანსპორტირების, მედიკამენტებისა თუ ადამიანური რესურსის მხრივ. თუმცა, იმედს ვიტოვებთ, რომ სიტუაციის დეესკალაცია მალე მოხდება", - განაცხადა დავით სერგეენკომ.



წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1130
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია